January 21, 2010

ბუტერბროდით სამსახურში



რას გაიფიქრებთ თუ ერთ დღეს თქვენი თანამშრომელი ნაცვლად იმისა, რომ გავიდეს და რამე გამომცხვარი შეიძინოს, ჩანთიდან home-made სენდვიჩს ამოიღებს?

თქვენი არ ვიცი და დღეს სამზარეულოშჳ მყოფი 4 ადამიანიდან სამი სენდვიჩს უყურებდა, მეოთხე მე ვიყავი და ვჭამდი.
ცოტა უხერხულად კი ვიყავი, ჩვენთან განყოფილებაში სულ 10-ოდე კაცია და რამე თუ გაქვს მარტო ვერ/არ შეჭამ, მარა ორი სენდვიჩი რამდენს ეყოფოდა, ამიტომ არავის არ შევთავაზე.
ისე, რაღაც დაუწერელი წესივითაა, რამე თუ გაქვს ყველას რომ უნდა გაუყო, მაგრამ როცა ცოტა მაქვს როგორ გავუყო 10 კაცს?

მაგრამ დავიღალე ამ ცომეულით და გარეთ გაკეთებული დებილური, მაიონეზიანი სალათებით, არ მაკმაყოფილებს, ან ისე მაკმაყოფილებს რომ მერე მაკიმარებს, ან კუჭი მაგინებს ჭამის შემდეგ, ამიტომაც დღეიდან ახალ ტრადიციას ვამკვიდრებ, სახლიდან მიმაქვს ჩემი ულუფა.

სანამ საბოლოოდ გავსუქებულვარ ასეთი არაადამიანური მენიუს გადამკიდე, თავს უნდა ვუშველო. :უსერ:

6 comments:

თინი said...

რას გავიფიქრებ და შემშურდება ისე გემრიელად გამოიყურება :user:

sabaha said...

ეს ის ბუტერბროდია თუ უბრალოდ გუგლის ფოტო?
ძაალიან მადისაღმძვრელია, მესმის მათი ვნც გიყურებდა :D

Kate said...

თუ ესაა შენი ბუტერბროდი, მაშინ ძალიან გემრიელი იქნებოდა. მომინდა. :(((

ხოდა, მეც ეგრე ვიყავი თავიდან. ცომეულზე შემჯდარი, მაგრამ მერე სულ სახლიდან მიმქონდა.

ბლინები
ყველიანი პიურე
პატარ–პატარა ბუტერბროდები
მანდარინი
ვაშლი
ალაძიკები
დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური,ლობიანი
აუ რავიცი, რა აღარ მიმქონდა.

მიყურებდნენ თანამშრომლები შურის თვალით, მაგრამ რა მექნა, იყიდონ პროდუქტები და აკეთონ სახლში საჭმელი.
მე რატომ გამოვკვებო სამსახურში??? :spy:

Anonymous said...

რამოდეიმე ხნის წინ რომ წამეკითხა ვიტყოდი ჩემს გულში იჯექი–თქო(არის ხო ამდავარი გამოთქმა?!) ჰოდა
მოკლედ ბალღობისას მორიგეობებზე არაფერი მიმქონდა, ღამე იქ რაღაცეებს ვყიდულობდით..ნუ კაი...
ჩემს ძმას ლამის ყველ დღე დააქვს დედაცმსი გამზადებული რაღაცეები ნუ ამას მამენტ თავისი კაბინეტი აქვს და ნოუ პრობლემ
მე––რო დავიწყე მუშაობა––სამზარეულო გვქონდა––მე კონტეინერი მქონდა პატარა და როგორც წესი "მდიდარი" ბუტერდბროდები იმქონდა,მაგრამ რა თქმა უნდა ერთის დოზა, აბა იქ 6–7 ადამიანი მუშაობს და 7 ცალ ბუტერბროდს გავუმზადებდი და ვეებერთელა ჩანთით ვივლიდი?!–მეტი საქმე არა მაქვს, თანაც იქ ქალები გათხოვილები იყვნენ მე ვიყავი ერთადერთი "ბავშვი",რომელსაც მზრუნველი დედიკო ატანდა სარჩო–სანოვაგეს :) კაი იყო

Anonymous said...

ჰოდა ეხლა "მივლინებაში" გამაგზავნეს უფრო პატარა დაწესებულებაში, სადაც სამზარეულო არაა და სმენაში ძირითადად 2 ან 3 ვართ :)აქ რაღაც ისეთი ატმოსფერო შეიქმნა რომ ვერ მიმქნდა ერთი დოზა მარტო ანუ მარტო ვერ ვჭამდი, ესე რომ მიმქონდა 3–3 ბავშლი, 3–3 "ცოცხალი ფეიხოას ", 3–3 პიცის ნაჭერი, 3–3 ბუტერდბროდი, ეხლა კიდე ჩემს ნაპარნიცა (დედაჩემის ტოლ ქალს) დააქვს ყოველდღეთვაისი კულინარიული შედევრები და გვაპურებს, მეუხერხულება..

Anonymous said...

დედა ამდენი ვწერე ანუ იმის თქმა მინდოდა–რომ საფრანგეთში ვნახედა ძალიანაც მმეწონა ეს პრაქტია–ფოლგაში გახვეული რაღაც საჭმელით გამოდიოდა ყველა დილას––ჰოდა მერე შესვენების დროს შეჭამდნენ რა თქმა უნდ ათვითონ მარტო,არც არავის შესთავაზებდნენ და არც სინდისის ქეჯნას იგრძნბდნენ
ჰოდა შეარგოს ღმერთმა :)