November 06, 2009

კითხვა სრულიად თბილისის (და არამარტო) მოსახლეობას

მოგმართავთ მე, სრულიად ტვინწაღებული და ნერვებ და ჩანთისზონარდაწყვეტილი
  • რატომ ჯდებით ზედ მარშუტკის ჩასასვლელში არსებულ სკამზე როცა კიდევ სხვა 21438264 ადგილი თავისუფალია, თქვენ კი არც 100 მეტრის იქით ჩადიხართ და არც 60 წლის ან ფეხმოტეხილი არ ბრძანდებით რომ უკან ვერ გადახვიდეთ?
  • და თუ მაინც დაეპერტყეთ ზედ, რატომ არ იწუხებთ თავს გააღოთ კარი, რომელის სახელურიც თქვენს გამო მიუწვდომელია?
  • დაბოლოს, როცა ასე დაჯდებით( უფრო სწორად, გაიტყლიზნებით) და ვინმე წითელთმიანი გოგო ფეხს მტკივნეულად დაგაბიჯებთ, მიგჭყლეტავთ კედელზე და ღიმილით მოგიხდით ბოდიშს, იგულისხმეთ რომ გულში გაგინებთ.

პატივისარცემით

თქვენს მიერ შეკიკინებული.

7 comments:

nisa said...

ამ პოსტის აზრს ვერ ჩავწვდი, არ მეგონა ვინმეს თუ აწუხებდა ესეთი რაღაცეები :D

პერწკლი said...

lol ცადე აბა ყოველდღე კარამდე მიღწევა როცა ვიღაც ზის ზედ კარების სახლურთან და არ იწევა და შენ გველივით იკლაკნები რომ როგორმე გაძვრე ))))

ცუცა said...

:D

no comments :D

nino said...

+1000000000000
yavisfer, xuchuchatmiani gogo

Anonymous said...

ალბათ იმიტომ, რომ ან გამეხახუნო, ან გასაღებად დახრისას ძუძუებში ჩაგხედო ან რა ვიცი, მეტი ვერ მოვიფიქრე :D.

Tomushka said...

pasuxebi:
1.win dajeqi male chaxval
2. genc portieebi ki ar vart. :D
3. amiran gulshi mgerodao me ra shen ras fiqrob :D :D :D


hehe, take it easy :)

fsiqe said...

საშინელებაა :|
ამიტომ არ მიყვარს მარშუტკები, მაგრამ ავტონუსებშიც ეგრეა :დ