October 25, 2009

სახელი და დამოკიდებულება

სამ წლამდე მაკა მერქვა.
სამი წლის მერე მაია, მაიკო-ჩემივე მოთხოვნით. მაიკო დამიძახეთ თქო გავფარჩხე ფეხი, კატეგორიულად არ ვრეაგირებდი თურმე სხვა სახელებზე და რა გზა ქონდათ, დამარქვეს და მერე დაბადების მოწმობაც გამომიცვალეს.
ლაბში რომ მივედი, რამდენიმე მაიკო იყო და მე პაწუ დამარქვეს.
ინტერნეტის გაცნობასთან ერთად ნიკების მოიქრება დავიწყე, მაგრამ ყველა დამავიწყდა-მომწყინდა პერწკლის გარდა.
და ბზუ.
მაგრამ:

  • მაკა "ცუდი ბავშვი" იყო. (არ მახსოვს რატომ, მარა ვთვლიდი, ყველა მაკა ცუდია თქო)
  • მაია ჩვეულებრივი აუტანელი მოზარდია, ნათესაობის არმოყვარული.
  • პერწკლი პახოდებში დადის, თავისუფალი ადამიანია და ფოტოებს იღებს/გადაიღებს.
  • პაწუ- რიჟა, ტრალი-ვალი, "ძალიან თავისებური" და პარალელურ რეჟიმში ჭკვიანი.
  • ბუზუ- ბოლომდე არ გამირკვევია, ვინ არის ეს.

(ამავდროულად ასეთი "იმიჯები" სახელებს სხვის თვალში აქვთ, რეალურად არცერთნაირი არ ვარ, სამწუხაროა თუ სახალისო, რავიცი მე)

ამასწინათ ლაბში ბლოკნოტის ჩემს ნაწილზე მივაწერე პერწკლი, გადაშალეს ეს საერთო ბლოკნოტი, იპოვეს სახელი და ჩემი პერწკლი ლაბში შეტენეს : ( საწყალს სული შეეხუთა და მაშინვე იქიდან გაქცევა მოუნდა :( მომენტალურად ვიცვლები იმის მიხედვით, რომელ სახელს მეძახიან.

თქვენც გაქვთ ასეთი რთული დამოკიდებულება სახელების მიმართ? იმედია მარტო მე არ "ვაფრენ" : )))

4 comments:

Anuschka said...

ra sayvareli xar :) me kide axlac mgonia rom yvela maka cudia :(

DreaMar said...

სახელს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სადმე რომ ვრეგისტრირდები ხოლმე (მაგალითად ფორუმზე,) 2 საათი ვფიქრობ რა სახელით დავრეგისტრირდე.

Natalia said...

მეც მასეთი დამოკიდებულება მაქვს სახელების მიმართ - რასაც მეძახიან, იმის მიხედვით ვიცვლები. და თუ ისეთი დამიძახეს, რაც არ მომწონს [’ნატალიას’ ვარიაციებზე მაქვს საუბარი], გულზე მხვდება და ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე : )

nastasia said...

auu,ki,zustad egeti damokideuleba maqvs chem saxeltan da kide,sul mgonia,ro arebobs rmosacyeni da mshrali saxelebi,romelsac me vamxiaruleb da chem megobrebs chem chkuase mogonil saxelebs vuzaxi da tansie dabejitebit,r emre sxvebic imas ezaxian :D :D

xoooda,maka ara da ,perwkli,martla ragac isetia,ertxel ro gaigoneb da daimaxsovreb :)