September 14, 2009

როცა შემოდგომა მოვა




















როცა შეცივდებათ ხეებს,
მოწყინდებათ ერთფეროვნება
გადაწყვეტენ გამართონ კარნავალი
და
დაპატიჟონ
წითელი
ყვითელი
და
მწვანე.
მერე შემოდგომაც მოვა
ჩემი საღი აზრები სადღაც მოუსავლეთში გადაიხვეწებიან
ადგილს დაუთმობენ სპონტანური გადაწყვეტილებების პერწკლებს
მე წავა და მეორე მე მოვა.
ჰაერში თავგადასავლების და მოგზაურობის სუნი დადგება
და
აუტანლად მომინდება წასვლა შორს, უკანმოუხედავად,
ოღონდ მზე ათბობდეს
ყურში ხმელი ფოთლის შრიალი ისმოდეს
სიარულისას
ჰაერი იყოს მზისფერი
დედამიწა გამძღარი და მსუყე
ჩიტები ჭიკჭიკებდნენ ზარმაცად
და მიფრინავდნენ სხვა სამშობლოში გუნდებად
დავბრუნდებითო- იბარებდნენ.

ხოდა, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა რომ რა ჭირს ამ ამინდს, გაზაფხულზე ყინავდა, ზაფხულში გრილოდა, აწი შემოდგომაა და შხაპუნა წვიმა მოდის.
არ ვთამაშობ მე ასე!
დამიბრუნეთ ჩემი შემოდგომა!

7 comments:

gvanca said...

ra lamazi shemodgomaa am suratebze.. perwkl, nexuiasebes ar amtavreb?

პერწკლი said...

ki, gvanc, draftebshia shenaxuli da am dgeebshi davdeb : ))

gvanca said...

velodebi moutmanlad :)

Natalia said...

პირველი ფოტო კომპში მაქვს და ძალიან მიყვარს..


მიხარია შემოდგომა, იმიტომ რომ ჩემია, განსაკუთრებით სექტემბერი : )

Tomushka said...

roca shemodgoma mova, zamtaric amle movaoooooo, da mixariaaa Ö=

Anonymous said...

ასეთი შემოდგომა მეც მინდა... ბევრი ყვითელი ფოთლებით... ოღონდ უქარო... და იყოს წვიმები...

nati kuda said...

lamazia zalian. es axali skini zalian momwons.