- სასიამოვნო ტემპერატურაა. არ ვაჭარბებ, მე ძალიანც მსიამოვნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მზეზე მიწევს ფეხით სიარული. ზემცივანა ვარ და მიტომ, პრაქტიკულად არასოდეს არ მცხელა ზაფხულში, ორმოცგრადუსიან სიცხეებში ოდნავ ვწუხდები ხოლმე
- გაცვია ცოტა და ნატურალური ქსოვილები. ამ ბოლო დროს დაიწყეს ადამიანური ტანსაცმლის გაყიდვა, ფრიალა კაბების და ბამბის ნაჭრის ფერადი ტანსაცმლის, ხოდა მივესალმები ორივე ხელით.
- შეგიძლია დაწვე მზეზე და ნამზეურთან ერთად მიიღჴ ბუნებრივი იმუნიტეტი მთელი წლით. ვინც ზაფხულში ირუჯება, ზამთარში ნაკლებად ავადობს.
- ერთადერთი სეზონია, როცა ლამაზად ჩაცმის სურვილი, შესაძლებლობა და კომფორტულობა ერთმანეთს ემთხვევა, თავი ქალი მგონია და ვიპრანჭებისავით
- შეგიძლია იბანაო-იბანაო-იბანაო-იბანაო და მერე ტრუსიკიანი გამობოდიალზე სახლში
- შეგიძლია კომფორტულად გააკეთო ეს , ეს ,ეს და ეს
- მწიფდება ბეეეევრი ხილი.
ხოდა რავი თუ ვინმეს რამე საწინააღმდეგო გაქვთ, აგერ კომენტების გრაფა აგერ თქვენ
3 comments:
აი დღეს რომ ამინდია,ესეთი ზაფხული მეც ძალიან მიყვარს :))
მაგრამ თუ ცხელა,მაშინ არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე :|
ნუ ეგ ყველაფერი ძალიან ხო, მაგრამ ხანდახან ნამეტანი მოსდის მზეს რა ...
ყველაფრის ხალისს მაკარგვინებს სახეზე ღვარცოფად მოდენილი ოფლი : (
რა საწინააღმდეგო??? პირიქით.
მაგრამ მზე მღლის ხოლმე ზოგჯერ.
Post a Comment