June 28, 2009

ცხოველების მკვლელები








ბებიაჩემს ყავდა კატა და შემოეჩვივნენ სხვა ,უცხო კატებიც, ყველას აჭმევდა - გაუღო ცარიელი ბოსელი და იქ დაასახლა. მეზობლები ყავდა ავი შინაბერა მოხუცი დედით, თურმე ისინი საწამლავს უყრიდნენ (გვიან გამოტყდნან) , ხან ერთი კატა მოკვდებოდა, ხან მეორე და ბებო ძალიან წუხდა, ვერ იგებდა რა ხდებოდა.ზამთარში ბებო თავისი 2 კატით (ეგღა შერჩა) ჩვენთან წამოვიყვანეთ, მოხუცი მეზობელი გარდაცვლილა და რამდენიმე ხნის მერე შინაბერამ დაგვირეკა: ,,აქ კატა კნავის 2-3 დღეა ზუსტად ისე, როგორც დედაჩემი სულის ამოსვლის წინ, რა ვუყო აღარ ვიცი,,! მერე მოგვიყვა, მე და დედაჩემი საწამლავს ვუყრიდით,რომ ჩვენსკენ არ გადმოსულიყვნენო -----და მოხუცი დედა რომ კვდებოდა დაიტანჯა, კატასავით კნაოდა, სული არ ამოსდიოდაო, მღვდელმა გვითხრა რა ცოდვა აქვს ამ ქალს, კატებს ხოცავდაო? ძალიან შემეშინდა და( შემრცხვაო ???) კნავილში ძლივს ამოხდა სული, ისღა მითხრა კატებს აჭამეო. შარშან გაზაფხულზე შინაბერას მანქანა დასჯახებია და ისიც კნავილ-კნავილში ტანჯვით გარდაცვლილა!
ფორუმზე დადო ერთმა იუზერმა ეს ისტორია.

ყველა ადამიანს ვუსურვებ ასეთივე სიკვდილს, ვინც განზრახ კლავს ცხოველებს, იმიტომ, რომ "მყუდროება" არ დაურღვიონ.

2 comments:

Unknown said...

მაინც არაა კარგი როცა ვინმეს სიკვდილს უსუსრვებ :)

ch1p said...

გიერთდები :)
დაჟე უარესს ვუსურვებ მე