June 04, 2009

არაპროფესიონალები ჩემს ცხოვრებაში

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც რამდენიც არ უნდა იძახონ რომ რამეს აკეთბენ, არაპროფესიონალები არიან.
როცა სტუდენტი ერთხელ გისვამს შეკითხვას და სულ სხვა რაღაცას პასუხობ, კაი, ჯანდაბას, არ იცი და გამოძვერი.
როცა მეორედ, მესამედ, ჯიუტად გეკითხება იმ იმედით რომ შენ ის პასუხი გაიგე, მონახე, დაინტერესდი, ბოლობოლო ამ საქმეს წლებია აკეთებ და უნდა იცოდე რატომ(!) და რა პრინციპით აკეთებ ამათუ იმ რაღაცას, იქნებ ვინმე კიდე გეკითხება და იცოდე, ისევ სულ სხვა რამეს პასუხობ. გიტრიალებს წაღმა-უკუღმა, ეგებ კარგად ვერ ჩამოაყალიბა, შენ არ აცდი წიდადადების დამთავრებას და ისევ იმას იმეორებ რაც უკვე თქვი.....
ამავე დროს ეს პასუხი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ იმ სტუდენტს შესაბამის ლიტერატურაზე ხელი ვერ მოუწვდება, შენ კი იმ საქმეს აგერ უკვე რამდენი წელია აკეთებ...
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
დღეს კონფერენ ციაზე გავდივარ და ვერაფრით ვერ გამოვტყუე ერთ ადამიანს, ჩემს ერთ დიაგრამაზე არსებული ლურჯი ხაზი რას აღნიშნავს, მე არ გამიკეთებია ის ცდა, მხოლოდ ვეხმარებოდი და ეგ შეკითხვა გამიჩნდა... სხვამ თუ მკითხა, ჩემი ვერსია მაქვს, რომელიც 50/50 მართალია ან არა, მარა სხვა გზა არ მაქვს......
ძალიან ,ძალიან გაბრაზებული ვარ :)

update: ჩატარდა, მინდა ვთქვა, საკმაოდ წარმატებულად, ანუ, რამდენიმე თემა მართლა მომეწონა, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიყენებულ ზარალზე.
ჩემს გამოსვლას... მმმ, თვითკრიტიკულად 3+ით შევაფასებდი. ჯერ ის დამავიწყდა რომ ამეხსნა რაღაც და დამავიწყდა რომ იქ მყოფი სასტავი ტყემალზე იმყოფებოდა, მერე კიდე რაღაც არაზუსტი იყო გრაფიკში.
ცხოვრებაშჳ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ აი ააააააბსოლუტურად ყველაფერი შენთვითონ უნდა გაკეთო და ვიღაცის გაკეთებულს არ უნდა ენდო.
ამეგო ის გრაფიკები ჩემი ხელითაც, განმეორებით ხომ შევამჩნევდი სხვაობას, მარა მეკიდა , აი კაპიტალურად მეკიდა და მოვალეობის მოხდის მიზნით გავდიოდი, არც თემა იყო ისეთი გადასარევი რომ ღამეები მეთენებინა დამატებითი ლიტერატურის ძებნაში და ნაირ-ნაირად მონაცემების იმასქნისთვის და ვაბშე მოველაობის მიზნით გაკეთებული ყველაფერი საქს, დაწყებული საჭმლიდან დამთავრებული ალბათ სექსით.

  • პ.ს. ერთი ზეგენიალური კითხვა დასვეს პრაფესორებმა, უნდა აღვნიშნო,ვერ მოვისვენებ: "ეს საცერი ტკიპების გადაცრელად რომ გამოიყენება, რაში გჭირდებოდათ?" (მჭადებს აცხობდნენ,აბა სხვა რისთვის :გივი: :სპაი:)
  • პ.პ.ს. ამასწინათ თვალი გადავავლე და რა ცოტა ნეგატიური პოსტები მაქვს, ორი ვარიანტია, ან ნეგატივის გამოტანის მრცხვენია, ან კიდევ ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ ფერადად დავინახო ყველაფერი.

No comments: