- დაახლოებით ორი კვირა ან ცოტა მეტია თემას ვწერ-ვწერ-ვწერ გულდასმით და დღეს გავარკვიე რომ ჩემ გარდა ყველასთვის მიუციათ თეორიული მასალაც..... აი თუ არ გავრეკავ არ მგონია, მე საცოდავმა სადღაც 20 სტატია წავიკითხეგლდასმით, 10-ოდე ბოლომდე ვთარგმნე და ჩორტ ზნაეტ რამდენს თვალი გადავავლე სასარგებლო ინფოს ძიებაში.
- ჩემი კბილების ამბავი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. სამაგიეროდ ნერვები აღარ მყოფნის, თურმე ერთი ფესვი დასაპლომბი იყო დარჩენილი და უნდა დავპლომბოთო და გრძელი წვრილი ნემსი რომ დავინახე (ფაილი ქვია ადამიანურ ენაზე თურმე) ვაიმე ეს კოშმარი აღარ მორჩა თქო და თავის ხელში აყვანის მეთოდს მივმართე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მეთოდი შემდეგშია: რაც შეიძლება მაააგრად ვეხუტებით საკუთარ თავს, კარგად ვუჭერთ და გუნებაში ვიმეორებთ რას გავაკეთებთ ამ სკამიდან რომ ავდგებით, ვითვლით არითმეტიკულ მაგალითებს და რამე პრობლემაზე ვფიქრობთ. ამართლებს სხვათა შორის : )))
- გავხდი, ნუ ურავაშა ერთია მარა საჭმელად ვერ ვიცლი ან ვერ ვჭამ ან ცხელა და იმიტომ ვერ ვჭამ და მოკლედ, ჯინსი გამიგანივრდა და მიხარიასავით ; )))
- თბილისში ისე ჩამოცხა და ისეთი მტვერია რომ ამასწინ რუსთავში რომ მომიწია წასვლა, იქაურობა სამოთხედ მომეჩვენა, ცოტა მანქანა დადიოდა და .
- აღმოჩენა: გარეთ რომ ყველაფერი იწვის, სახლში ნასკი მაცვია, ფეხები მეინება, ისე გრილა, რა მაგარია.
- გუშინ ვიშკაზე ავძვერი ხოდა დღეს მთელი დღეა ხელები მაქვს სუსტად, ზემოთ რომ ვწევ ვგრძნობ, სამაგიეროდ ყველა კუნთმა იმუშავა ისეთი დაძაბული დავფოფხავდი : ))) თან კაბა მეცვა და ბალეტკები ხოდა ბალეტკები გავიხადე და მიდიიი, ფეხშიშველი, კრინის მილებიან კიბეზე. კაი იყო : ))))
- ბებიაჩემის და მოკვდა სამშაბათს... კაი ხნის გამოტირებული მყავდა, ცუდად იყო დიდი ხანი და არანაირი ემოცია აღარ მქონია, გამიკვირდა კიდეც. თან ისე იწვალა, დაისვენა საწყალმა სიკვდილით. სამი და-ძმიდან ერთიღაა ცოცხალი, უმცროსი. რა ცუდია ალბათ, შენს გარშემო რომ ნელ-ნელა კვდება ხალხი და აი მერე უკვე ხვდები რომ მალე შენი ჯერიც მოვა...
- ჩემს კატას ახალი გატაცება აქვს-ჩემი მეგობრის ლაკის ჩანთა, გრილია ეტყობა და ზედ ბრტყელდება ხოლმე ბლინივით, როგორც კი დადებულს დაიგულებს სკამზე : ))) კიდევ ბუზების სეზონიგაიხსნა და წუხელ ორჯერ გამეღვიძა, ჩემ საწოლთან დაფრინავდა ეტყობა ერთი ცალი და ხტომა-დევნაში თავზე დამახტა ეს დებილოზავრი. დღე კიდე თუ ზემოთ კედელზე ზის, დაჯდება იატაკზე და შეჰკნავის საწყალობლად, იძულებული ვხდები ვტაცო ხელი და ავწიო ბუზის სიმაღლეზე, დაიჭერს ხოლლმე და კმაყოფილი დადის კუდაპრეხილი: ))
June 24, 2009
ბოლოდროინდელი ანგარიში კიარადა ბზზზზზ
პწიჩკები
დღიური
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment