May 28, 2009

მწვანე სიმშვიდე ანუ რაჭა ჩემი თვალით



იმისათვის რომ გემრიელად დავისვენოთ და გავთავისუფლდეთ ყოველგვაირ ნეგატივისაგან, საჭიროა:

  • ერთი ცალი მარშუტკა მძღოლით, რომელიც მუდამ ბუზღუნებს იმის გამო რომ შენ ასე კმაყოფილი დაეხეტები წინ და უკან, მაგრამ შენ ყურადღებას არ აქცევ და მის ცხვირწინ იწყებ რეზინობანას თამაშს.
  • მაისის შხაპუნა წვიმა, ელჭექი და ცინცხალი ჰაერი იმისათვის, რომ შევიგრძნოთ რომ ჩვენ ვცოცხლობთ!
  • ლოლა, სმაილი და მაისები იმისათვის, რომ მოვისმინოთ გულისგამგმირავი კივილი, რის მერეც ტურები კომპლექსდებიან ჩვენ ასე არ შეგვიძლიაო, წავიდეთ კოკისპირულ წვიმაში კოკა-კოლაზე 4 კილომეტრის იქეთ მდებარე სოფელში, ვიცინოთ ზეძალიანბევრი და ვიღელვოთ ბედკრული ზანგების და გველების ბედზე.
  • შუაღამისას დაბანაკება შაორზე, გაურკვეველ ადგილას, ძილი ტამტამების ხმაურის ფონზე, და დილას აღმოჩენა იმის, რომ შენი კარვის "ფანჯრიდან" შაორი მოჩანს.
  • ფეხშიშველი სიარული მწვანე ბალახზე და გარუჯვა.
  • ტრული, დილით ეფექტური და სწრაფი გამოღვიძებისათვის. (სუსტი გულის პატრონებს ვთხოვთ მოშორებით დაბანაკდნენ).
  • არჩილი, რათა ვინმემ დაგვარიგოს ჭკუა და მოგვმწყემსოს და მძღოლი გამოკვებოს.
  • რამოდენიმე მობუზღუნო ელემენტი რათა მთლიანად შევიგრძნოთ რაოდენ კმაყოფილები და ბედნიერები ვართ ჩვენ.
  • შლოპანცები იმისათვის რომ მივუშვიროთ ფეხის თითები მზეს და ზაფხულს.
  • პატას მზრუნველი მოგვარეები, ლორიანი ლობიანებით და ხაჭაპურებით რომ გაგვიმასპინძლდნენ და ღვინოც მოგვცენ
  • კეთილი მეფუტკრე ქალი, შუაგულ რაჭაში ორი დღის ნანატრი ცხელ-ცხელი ყავა რომ მოგვიდუღოს.

ჰხომდა

აქა ამბავი იმისა, როგორ წავედით კოკა-კოლაზე ცეცხლი,ნაკვერჩხალი, სამხედრინა, ოდნავ მაღალი გოგო, თითქმის გადაპარსული, მწვანეშარვლიანი, რამდენიმე მაისი და თავადი.

ეს იყო პეტერ... ტოესწ ზნაკვაში, როცა მწუადებიც შეიწვა, გაწვიმების გამო ციხის ნახვაც ვერ მოხერხდა და არაფრის კეთებისგან სასწრაფოდ გამოინახა დიადი ექსპედიციის მიზეზი, ანუ კოკა-კოლა დამილიესო დაიწუწუნა რომელიღაც მაისმა და რამდენიმე ადამიანი დავიძარით მაღაზიის საძებნელად სოფელში, სადაც სულ ორი კომლი ცხოვრობს....

გაგიკვირდებათ და ვერ ვიპოვეთ ვერაფერი, საააამაგიეროდ, სულ რაღაც 4 კილომეტრის იქით სხვა სოფელი იყო. ერთმანეთს გადავხედეთ, რკინის ქალამნები და მხნე განწყობა მოვიმარჯვეთ, სიცილ-ხარხარის ცხენი შევკაზმეთ და გავუდექით გზას. წვიმამ გადაწყვიტა რომ მარტო ვერსად ვერ გაგვიშვებდა და წამოგვეწია და რა წამოგვეწია, ჩემხელა წვეთები მოფრინავდა ციდან. ჩვენ რასაკვირველია არ შევიმჩნიეთ და გავაგრძელეთ გზა. ამასობაში სატვირთუკა წამოგვეწია, შემოგვისკუპა და წაგვაჩიქჩიქა.

ისეთი ზღაპრული შეგრძნება იყო, მთელი წვიმა და ქარი სახეში რომ მირტყავდა,ხელი გავყავი ტენტის გარეთ, მთელი სიამოვნება სრულად რომ შემეგრძნო და წვიმა დამეჭირა. აი ეს უნდა გამოცადო, აღწერილით ვერ გაიგებ...... აი რომ გრძნობ რომ ცოცხალი ხარ, როგორ გასველებს წვიმა,სახე სულ სველი გაქვს, ქარი კიდევ უფრო გაყრის წვეთებს დაგაგრილებს, საერთოდ არ გცივა, გარშემო ყველაფერი სველია, მწვანე-მწვანე და ცინცხალი, ტყე სველი და ახალდაბანილი და ჰაერში სველი მიწის და რაღაც ძალიან მსუბუქის და სიცოცხლის სუნი დგას.

ზნაკვის გამგებელი იდგა თურმე ძარაზე, სურათები გადაგვიღო,სახლში გვეპატიჟა, კაი-კაი-ვო ვუთხარით და თან ჩამოვუხტით მანქანიდან, მაღაზია დავინახეთ და...

ნეტა რა გაიფიქრეს ადგილობრივებმა, ხისგან აშენებულ "ბირჟა"-ში რომ შეუცვივდათ 10-ოდე გადალუმპული გოგო-ბიჭი : )))

მაღაზიაში კოკა-კოლა არ იყო, ზატო იყო ლუდი, ლიმონათები და პური... მერე ორმა ბაბუამ ორი ბოთლი არაყი და თხილი მოგვიტანა და დავლიეთ, გავხურდით, გავშრით, სადღეგრძელოები იმასვქენით, თებრო კინაღამ გავათხოვეთ, საყვარელ ბაბუას ლუდი დავალევიეთ, აუ ისე გაუხარდა, ისე გემრიელად სვამდა, ნამ-ნამ-ო არ უთქვამს, ისედაც იგრძნობოდა : ))) ამასობაში გადაიღო წვიმამ და წამოვჩიქჩიქდით, შემოგვაღამდა და ასე, ღამეში სიცილ-ბოდიალით მივაღწიეთ ბანაკის ნარჩენამდე.

წვიმას ისინიც შეუშინებია და რომლიღაც სახლშჳ შეყუჟულან, ჩვენც იქ გვაგზავნიდნენ მაგრამ ლოდები ავაგდეთ, თავები შევუშვირეთ, მერე პატაპუტინამ ტრადიციისამებრ თავადი კარვიდან გამოაძევა და 6 გოგო ისე გემრიელად დავეტიეთ და ისე გემრიელად დაგვეძინა ,რომ შუაღამისას ამტყდარი შუშხუნების სროლა და ბუშტების გახეთქვის ტკაცუნებიც კი ვერ გავიგე ისე ღრმად მეძინა თჲრმე : )))

აქა ამბავი იმისა, როგორ უნდა გვეძინოს შუაგულ ომში და ქარ-ცეცხლში კიარადა სამი დილა ერთში.

სად იყო და სად არა, 6 საათიანი სიარულის მერე, ორჯერ წრე რომ დავარტყით მგონი შაორს, მერე პატრიოტის ბანაკებიდან წინ-უკან-მარჯვნივ და მარცხნივ ვიარეთ, როგორც იქნა მივაგენით დასაბანაკებელ ადგილს, რომელიც წინამძღოლს ახსოვდა, ბუნდოვნად, მარა მაინც ხო ახსოვდა! ჰხოდა, გაიშალა სუფრა, იჭამა-დაილია, მერე კოცონთან გადავბარგდით და ზოგი სიმღერა მოვისმინეთ, ზოგი გიტარაზე მელოდიური დაკვრა (პ.ს. knocking on the heaven`s door ჯერ კიდევ აკვიატებული მაქვს), მოვქექე ნაკვერჩხლები და ვიგრძენი რომ აი ძააააააალიან მეძინებოდა. საწყალობელი თვალებით რომ გადავხედე თანამოკარვეებს, თურმე იმათაც ეძინებოდა და წავედით კარავსა შინა.

მთელი ღამე მესმოდა ძილში, როგორ იძახდა მეზობელი კარავის სასტავი სადღეგრძელოებს ძალიან ხმამაღლა და გულმოდგინედ და რატომღაც, გამუდმებით აბრაგუნებდნენ ტამტამს. უცებ, მაღვიძებს საშინელი ხმა, კარავი ზანზარებს, ისმის ჩხუბის ხმები, გულგახეთქილი ვირინდები და უცებ ვერ ვხვდები რა ხდება. თურმე განრისხებული ტრული დასხმია თავს ჩვენს მეზობელ კარავს და მთელი ბანაკის სახელით უძიებია შური. კარავის მობინადრეებს ამასობაში უკვე ჩაძინებოდათ და ტრულიმ თავისუფლად მოახერხა ახალგამოღვიძებული კარავის მობინადრეთა ოკუპირება და დისკრედიტაცია კიარადა ნუ ახლა ბიჭებს რა უნდა ეთქვათ გოგოსთვის, გაუჩუმდნენ და ტრული რომ წავიდა მერეღა მოიოხეს გული. (ეს გადმოცემით ვიცი, მე ტრული გინების ფონზე ჩამძინებია ისევ).

ჰხომდა ხო გვეძინა ტამტამების იავნანის ფონზე და ახლა ტრულიმ ისეთი ამბავი მოაწყო, თვალის გახელის თავი რომ მქონოდა გავძახებდი რამეს, წიპა ტამტამების ხმა ჯობდა თუ დილაზე ასეთ ლანძღვაში გაღვიძება თქო, კიარადა მჯობნის მჯობნი თუ რამე ასეთი თქო მარა სანამ აღშფოთებული აზრები დავვარცხნე, კიდეც ჩამეძინა.

თვალი რომ გავახილეთ და კარვიდან გავიხედე, პირდაპირ ჩანდა შაორი....

ეს ზნაკვაა, სოფელი ქვემო რაჭაში

ჰხომდა კიდე რა მინდოდა მეტქვა?

არაფერი ისეთი

უბრალოდ.

კაი იყო :)

3 comments:

Jenny said...

:D :jump:

Katten försvann said...

ღოჭებო თქვენა:)
მეც მმინდა მასეთი მწვადი :)

რა ლამაზია რაჭა :)

Buda said...

ise miyvars racha ise, ise ro ra vici. mec magari dro maq natarebi!