May 17, 2009

სიზმრები

ამ ბოლო დროს ძალიან ხშჳრად მესიზმრება სიზმრები, რომლებიც ადრე ვნახე, მაგრამ შინაარსი ვერ გამოვიტანე და ახლა, თავიდან ნახვისას მივხვდი.
გუშინ რატომღაც სკოლა-ინტერნატში ვიყავი, სადაც გორის დაბომბვის დროს წამოსული დევნილი და ობოლი ბავშვები ცხოვრობდნენ.
თავიდან მეგონა რომ მთელი ეს კომფორტი "შემმოწმებლის" ანუ ჩემი თვალის ასახვევად იყო მოწყობილი, მაგრამ მერე მშობლების სასტუმროდ განკუთვნილი ოთახი რომ დავინახე ისტერიკული ტირილი ამივარდა.
პირველად რომ ვნახე მხოლოდ ბავშვები და შენობა აღვიქვი, და ის რომ დევნილები იყვნენ.
ამ ჯერზე, საიდან იყვნენ და რატომ.
მესამე ჯერზე რაღას აღმოვაჩენ ნეტავ?
დასაერთოდაც დავიღალე ვახ, ახალი სიზმრები მინდა.

No comments: