May 15, 2009

მარშუტკიდან დანახული

ჩემს პოზიტიურ ბლოგზე ცოტა ნეგატივი უნდა დავწერო და თუ განმწყობის გაფუჭება არ გინდათ, უბრალოდ დახურეთ ფანჯარა.

  1. დღეს, მიდის ორი ლამაზი გოგო ქუჩაში, ლაპარაკობენ, იცინიან. მობომჟო მთვრალმა ელემენტმა თვალი გაყოლა და როცა კარგად გასცდნენ, ისე რომ ვერ გაიგებდნენ, შეაგინა (ნუ გასაგებია რასაც შეაგინებდა). თან აი ისეთი ბინძურია რომ უკანასკნელი მეძავიც კი უარს ეტყვის.
  2. ვაჟას და პეკინის კვეთაზე დგანან გოგო და კაცი ასე 30 წლის, უცებ, როგორც კი მანქანებისთვის მწვანე ინთება, ეს გოგო უსხლტება ხელიდან და გზაზე გადარბის, რამდენიმე მანქანა კინაღამ ურტყავს, ტაქსიში ხტება და მიდის. ეს კაცი ვერ ეწევა, უშვერად იგინება, ხტება მანქანაში მეორე თავისნაირთან ერთად და მიდის. (იმედია იმ ტაქსს არ მისდევს)
  3. მარშუტკაში ამოდის წვერებიანი ბაბუა, რო შეხედავ და იტყვი რომ ნამდვილი ჯენტლმენი იქნებოდა და არის. წინ სამადგილიან სკამზე ზის ორი მსუქანი ასაკოვანი ქალი, ამ ქალებმა მიწევა ვრ მოასწრეს, დაჯდა ეს ბაბუა უკან, სხვა სკამზე და დაიწყო ამ ქალების გინება. კაციშვილმა ხმა არ გასცა. თან ზის გადათხლეშილი,ყველას ავიწროვებს. ვერ მოვითმინე და ჩასვლისას რაც შეიძლებოდა მწარედ დავაბიჯე ფეხი :უსერ:. რატომღაც ხმა არ გამცა.

მობომჟოსი რა გითხრათ და ის ორი ტიპი სადღაც ვიღაცასთან ხო ასრულებს მზრუნველი მოსიყვარულე შვილის, მეგობრის და ა.შ. როლს?

მეზიზღებიან

4 comments:

Toma said...

fuf :(

Unknown said...

მაგიტომ არასდროს არ ვჯდები მარშუტკაში. აი არასდროს. თავში მირტყამენ კარს, ვიღაც მიყურებს, სიგარეტს ვერ ვეწევი, ვზივარ მოკუნტული, ვიღაცა არასასიამოვნო სუნს აფქვევს და მოკლედ. არ მენანება ხოლმე გზაში გადაყრილი ფული :(

ავტობუსები მიყვარს :ლავ:

Keti said...

მე იმ, მეორე შემთხვევაზე ვფიქრობ – ის გოგო შემებრალა კი არა და , განვიცადე – ვინ იცის რას გაექცა... ანუ რა ელოდა ამ ტიპებთან, რომ გადარბენა გარისკა. იმედია, კარგად არის.

Enola said...

babu gamagizianebeli kaci yopila.. magram ikneb diabetiki aris, da shaqari qonda aceuli..