May 08, 2009

ჩემი ნერვული კვირა

ძველი ავატარი დავიბრუნე,ძველი აღარ მინდა.


უარყოფითი ნერვოზული ფსიხობები

  • ღამე რო ვბრუნდებოდი ისე შემეშინდა, სახლამდე შურდულივით მივქანდი და კაი ხანი ვქაქანებდი, თან მეგობარს დავურეკე მელაპარაკე რა გზაში თქო.
  • წეღან ესემესი მომივიდა, ვიღაცას დაჭირდა რაღაცის კითხვა და... არადა მე როცა დავუმესიჯე არ მიპასუხა, როგორც ყოველთვის.
    ძალიან ავიშალე ნერვზე, მინიმუმ უნამუსობაა როცა არასოდეს არ მპასუხობ და მერე იძახი რომ ანგარიშზე არ გაქვს, და როცა გჭირდება კარგად მირეკავ. ერთხელ არ გაქვს, ორჯერ, სამჯერ, კიმარა ასეთიღატაკი ხარ რომ არასოდეს არ გაქვს 6 თეთრი?
    ტრუხაა.
    მოკლედ
    :მრავალსართულიანი გინება:
  • გუშინ კიდე ლაბში ვიღაცამ(ებმა) რაღაც არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მერე მე და კიდე ერთს მოგვიწია ცაიტნოტში იმ ყველაფრის კეთება პლიუს ნერვის შლა და საყვედურის მოსმენა! ნუ დამნაშავე ვინ იყო კაცმა არ იცის, იდეაში ყველა მართალია ცალ-ცალკე მარ მე რა დავაშავე ეგ ვერ გავიგე, ბლინ.
  • ჩემი თემის წერა საშინლად დატორმუზდა, პლიუს კონფერენციაზე უნდა გავიდე, მეზარება, მესიკვდილება, პლიუს პატრონი არ მყავს თემაზე და ნერვი მეშლება, ლექტორს მივწერე თხოვნით იქნებ ეს და ეს სტატია მომცეთ თქო და არც კი მიპასუხა. არადა 10000% უგდია სადმე კომპში.
  • დღეს ერთი მესიჯიც არ მოსულა და ისე ვარ გაფხორილი რა პონტია თქო, თან ვხვდები რომ უაზროდ ვიფხორები და ვდევარ სკამზე უპრეტენზიოდ და თითებს ვაკავებ რომ პრეტენზიები არ გამოთქვან.

საააააამაგიეროდ

  • პ.ს. გუშინ ისეთი საკაიფო წვიმა იყო ვიბოდიალეთ მაგრამ სანამ ჩვენ გავაბოდიალეთ, გადაიღო და ისეთი კარგი იყო ღამის ნაწვიმარი ქალაქი!!
  • მთავარმა ნომერი2 ოპერაცია გაიკეთა და ვბაირამობ მარტოკა ლაბში და კრუტა! (ნუ მთლა უფროსიც იქვეა როცა რამე განსაკუთრებული ხდება რაც ჩემს ძალებს აღემატება მარა მაინც)
  • ზემფირი მაქვს შოკოლადიანი, ჰაუზის ახალი სერია და მაწონი ,
  • მეორადებში 5 ლარად უვარდისფერები უნაზესი მაიკა ვიყიდე თან კოტონის!

5 comments:

Unknown said...

იცი, მე შენ ადრე დაგინახე
ვაჟას ძეგლის და ნუცუბიძის კუთხეში

ჰოდა
:)

პერწკლი said...

ხო ხშირად ვარ ხოლმე მაქეთ : )))
გამომეცნაურე თუ კიდევ დამინახავ : )))
გამეხარდება

Chaotic said...

ისა, რა ლაბი?
დავინტრიგდი

პერწკლი said...

chaotic-არაფერი ისეთი, ჯასთ დავბოდიალობ რო რამე ვისწავლო იქ : ))))

Unknown said...

ვაა. რა ყველა ბლოგზე მოწყენილობა და ცუდი ჭარბობს :p