April 11, 2009

რუსული გავლენა






დიდი სიამოვნებით ავიშენებდი ასეთს.






ამასწინათ მეგობარმა მითხრა, რუსული გავლენა გეტყობაო. იმწუთას ისე აღვშფოთდი, ისეთი მძაფრი უარყოფითი რეაქცია მქონდა, ჩემი თავის გამიკვირდა. მერე რომ დავფიქრდი,იმის გამო, რომ დედაჩემს რაც ჩემში არ მოწონს, უმეტესობაზე ძალიან მარტივი ეპითეტი აქვს: "რუსული ქცევა" და "ცუდი ხარო-მეუბნება" ჩამერთო, არადა სულ სხვა რამეს გულისხმობდა თურმე.

კი, მე რატომღაც მიყვარს ძალიან ბევრი რამ რუსული. რუსული ლაპარაკის მოსმენა, რუსული ენა ზოგადად, არყის ხეებიანი პეიზაჟები და ხის სახლები,თავისი ხის რიკულებით, მორებით, თეთრი ფარდებით.ბავშვობაში სოფელში მქონდა რეპროდუქცია,სავარაუდოდ ცნობილი რუსი მხატვრის უნდა ყოფილიყო, არყისხეებიანი პეიზაჟის, იმხელა სიმშვიდე მოდიოდა იმ სურათიდან,შემეძლო საათობით მეცქირა, წარმომიდჰენია ორიგინალი რომ მენახა როგორ მოეწონებოდა. ბორშიც მიყვარს, თუმცა მგონი პელმენი და ბორში რუსული კი არა უკრაინულია. ქართული თარგმანების წაკითხვას რუსული მირჩევნია, გაცილებით უკეთესია.ზემფირასაც ვუსმენ.გულსგარეთ არა, გულდასმით. როგორც დედაჩემი იტყოდა, რუსებივით დარტყმული ვარ კატა რომ მიყვარს და ვუვლი. რუსული თეთრი კომბოსტოს მწნილი რომ არა რა გადამატანინებდა ამ ზამთარს.მაგათი ნაციონალური ტანსაცმელიც მომწონს, სიმღერებიც, რაღაცნაირად ოპტიმისტურად და მხიარულად ჟღერს.


ხო, მწერლობა არ მიყვარს, ზედმეტად პირქუშია საჩემოდ. დოსტოევსკი არც კი წამიკითხავს იმდენად ვერ გადავიტანე, თუმცა ქართული თარგმანის გამო იყო ალბათ.

აი ხო დაგვბომბეს, დედაგვიტირეს, მარა მე მაინც მიყვარს ეგ ყველაფერი.
მაგათი პრეზიდენტის და სამხედრო ძალის და კიდეც ბევრი მარაზმატიკი რუსის გამო ამ ყველაფერს ვერ შევიძულებ მხოლოდ იმის გამო,რომ "რუსულია".
ჰხომ, ეს ისე არ გაიგოთ თითქოს საქართველო და ქართული რამეები არ მიყვარდეს : ))

5 comments:

unaamarga said...

სავსებით ნორმალურია, რომ ადამიანს მოსწონდეს რულსული ენა ან რუსული სიმღერები, მოკლედ რუსული კულტურა ზოგადად და ამ ყველაფერზე უარის თქმა ომის გამო არ შეიძლება, ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იტყვი. მაგალითად, ჩემთვის ბულგაკოვი უსაყვარლესი მწერალია და რამდენი ომიც არ უნდა მოხდეს, ვერ გადავიყვარებ. მეც ძირითადად რუსულ თარგმანში ვკითხულობ, იმიტომ, რომ ქართულს ნამდვილად ჯობია.

თათია said...

შენ რუსული კულტურა მოგწონს და ეგ არ ნიშნავს რუსულ გავლენას.
პოლიტიკაში დაძაბული სიტუაციის გამო არ შეიძლება ეს მინუსად ჩათვალო.
რაც შენ ჩამოთვალე უმეტესობა მეც მიყვარს.
პ.ს. ზემფირა ჩემი უსაყვარლესი მომღერალია.

თათია said...

ჰო, ბლოგროლში ჩაგამატეთ :)

cartwheel said...

ადრე დავწერე ორი გრძელი პოსტი "ოდა თურქებს" და "კრულვა თურქეთს".


დიდი ხანია მინდა იგივე გავაკეთო რუსეთზე, მაგრამ ჯერ ვერ განვეწყვე.

იქნებ გეცადა

ორივე, ან ერთერთი.

მაგ. "ოდა რუსებს"

პერწკლი said...

ვაიმე მადლობა ხალხო კომენტებისთვის მარტო მე არ ვყოფილვარ რუსული კულტურის მომხრე ამ შუა კონფლიქტების დროს : )))

ქართველი--არა,სად შემიძლია მაგდენი,არ ვიცნობ მასე კარგად რუსეთის ისტორიას და რამეებს.
ნუ ხო ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომანოვები რომ არა, კაცმა არ იცის, ბორჯომის ხეობაში კურორტები და კაი ცხოვრება გვექნებოდა თუ არა, პრაქტიკულად მაგათი დაწყებულ-გაკეთებუკლია ეგ საქმე...