March 26, 2009

ჩემი ახალი ჩაჩი და დედაჩემი

ორი დღის წინ ახალი შარვალი ვიყიდე, ჩაჩი,ნაჭრის. დედაჩემმა დღეს ნახა,აღიარა რომ მიხდება, მიუხედავად იმისა რო "რა არის რას გავს სად უნდა ჩაიცვა" და მიაყოლა "აი ვინც იპრანჭება ის გათხოვდება და შენ დამრჩები ასე გაუთხოვარი, უნდა გაიპრანჭო და დაგვიანებულიც კია გაპრანჭვა"

გაიტანეთ რა გრელანდია

ე ბლია გავიგეთ რომ გოგოების 99%-ი დამაკიაჟებული და ქუსლებზე დადის მარა მეც ხო აქვს არსებობის უფლება, იმას ვისაც არ მევასება ფრონცქი ჩაცმა, ალერგია აქვს ვიწრო ჯინსები+მაღალი ქუსლებზე, არ მინდა ეს ოხერი ორი ტონა მაკიაჟი დღისით-მზისით და საერთოდაც არ მადარდებს ეს ოხერი გაპრანჭვა
ხო მე უმეტესწილად მაცვია ჯინსი, კეტები და რამე მაიკა, თმაგაჩეჩილი დავდივარ (არადა ვივარცხნი,თავსით იჩეჩებიან).
ბოლობოლო საზოგადოებას ხომ ჭირდება ვიღაც აჩაჩული რომ ლამაზი გოგოები დაინახონ და ვინმეს შეადარონ

3 comments:

ჩორვენი¹³ said...

egre gaagrzele ar danebde!!!!!!
quslebi da blostkebi da vake kide :))))

utvino said...

აჩაჩული გოგო მხოლოდ შესადარებლად არ ყოფილა საჭირო :В
მისი შეყვარებაც ყოფილა შესაძლებელი :ჩუპს:
ხო მართლა :ლავ:

Natalia said...

ისეთი ნაცნობი სიტუაციაა, რომ არ დამეკომენტარებინა არ შეიძლებოდა :))

თურმე დედები როგორ გვანან ერთმანეთს,ტერმინებიც კი მსგავსი აქვთ :D