February 07, 2009

ბებია

ბებია ხო მყავდა მარა ვაღიარებ ბებიაჩემის და უფრო მევასსებოდა, მკაცრი ქალი იყო, შემტევი, გეტყოდა დაგაგდებდა ძირს, მარა მევასებოდა ანიკო. ერთი წელი მაგის სახლში ვიცხოვრეთ, ეზოიანი სახლი ქონდა, ეზოში ბზის ბუჩქებით და თუთით. მეორე სართულზე ხვეული კრინის კიბე ადიოდა, იმ კიბემ გამიჩინა მე სიმაღლის შიში, ახლაც მახსოვს ის შეგრძნება შუა კიბეზე რომ ვიდექი და ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან.

ვაჟას ყველა პოემა იცოდა მგონი ზეპირად და ვეფხისტყაოსნის "ფანი" იყო. მაგ ქალის დამსახურებაა ოდესღაც საერთოდ რომ დავინტერედსი პოეზიით და ქართული მწერლობიტ ზოგადად.
კიდევ მისი დამსახურებაა ის, რომ მურაბები და ჩაი მიყვარს.
კიდევ პელმენები.
დაქალოჩკები ყავდა, 80-ს რომ გახდა, დაბდღე გადაიხადა და დედაჩემი და დეიდაჩემი გარეთ გამოყარეს ბაბუშკებმა, ჩვენ ახლა "ცუდი" ანეგდოტები უნდა მოვყვეთო. : ))

ახლა სიბერისგანაა ცუდად, აღარაფერი ახსოვს, ზის თურმე მთელი დღე, იყურება უაზროდ, რამე კიდევ სახლს ვერ ცნობს და გონია რომ სხვის სახლებში აძინებენ და ტირის თურმე სახლში წამიყვანეთო. მარტოა თელავში უზარმაზარ სახლში, ორივე შვილი სხვაგან ცხოვრობს და მას დაქირავებული მომვლელი უვლის. თურმე ისე უნდა შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა მარა იმათ თავისი გასაჭირი აქვთ და არ ცალიათ.მართლა არ ცალიათ და ვერ მიხედენ :(

ამ ზამთარს ვიყავი თელავში ორი დღით და დედამ, ნახეო. აი არ შემიძლია მივიდე და ვნახო როგორ კვდება ნელ-ნელა და ამის გამო სინდისი მაწუხებს :(

2 comments:

Katten försvann said...

სკლეროზი ქვია მაგას.

პერწკლი said...

ვიცი.
მარა მარტო სკლეროზი რომ ჭირდეს მასეც დავწერდი.