January 05, 2009

ახალი 2009



ამასწინ მეგობარმა მახარა, წელს ჩვენი წელი მოდისო, ხარისო, არც გამხსენებია კიარადა რომ არ ეთქვა არც გამახსენდებოდა.... ჩემი წელი მოდის და თან 24 წლის ვხდები. არ ვიცი სხვებისთვის როგორ და ჩემთან ნებისმიერი საინტერესო ამბავი და მოვლენა ლუწ წლებს უკავშირდება, ტყუილად კი არ ვარ 22-ში დაბადებული.

წინა წელს ორი ძალიან კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, და ორიც გავიცანი, ბევრი ვიარე წაღმა-უკუღმა, სწავლის გარდა ყველაფერი გავაკეთე, თოკით დავეშვი სიმაღლიდან ,ჩემთვის ეს მართლა გმირობა იყო იმიტომ რომ ძალიან მეშინია სიმაღლის, წინა წლის ბოლოს პირველად მეწყინა ადამიანის გარდაცვალება, და,იმედია, კარგა ხანი არ გავიგებ მსგავსს არაფერს... აპრილში მარი გათხოვდა, იმ იშვიათ ქორწილთაგანი იყო, სადაც არ მომიწყენია. ომი იყო კიდევ, და ყველაზე საშინელი ის კი არ იყო რომ ვაიმე ომია და რაღაც, არამედ ის რომ უმწეო ხარ და საიდან რას გესვრიან არ იცი,ვერც ვერაფერს აკეთებ. ენკას ვთამაშობდი კიდევ იმ წელს... უი ხო,ერთი პიროვნება გავაქრე შეძლებისდაგვარად, ყოვლად თავდაჯერებული და თავგადამეტებული, წიპა მე ვარ და შემომხედეთ. სად მქონდა საღი გონება ნეტავ, ა? მთაში ვიყავი და საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. თურმე რა კარგია, როცა ისე ხარ როგორც გინდა.
ჰხომდა
2009-ში არაფერს არ ვგეგმავ, არ მიყვარს გეგმების დალაგება. თუმცა, მარიმ რომ ყაზახური იურტა მაჩუქა, როცა გამახსენდება, ფულს ჩავაგდებ ხოლმე და წლის ბოლოს ჩემთვის აპარატს ვიყიდი! მინდამინდამინდა :(

6 comments:

Lalena said...

მეც ლუწი ვარ :))))
გილოცავ, სურვილების ახდენას გისურვებ :)

Kate said...

უი მართლა შენი წელია??? მაგარია.

ყველაზე მაგარი წელი შენ უნდა გქონდეს.

sabaha said...

გისურვებ ფოტო აპარატი წლის ბოლოზე ბევრად ადრე გეყიდოს :ტან:

Anonymous said...

მე ცხენი ვარ
ჰოდა
ცხენი ხარი რამ გაყო :ბის:

Lalena said...

მე კიდე დრაკონი ვარ, თან თევზი დრაკონი :დ

პერწკლი said...

დრაკონებო თევზებო და ცხენებო ყველა ბლოგებისა კიარადა გაიხარეთ ხალხებო და თქვენი ყველაზე-ყველაზე ნატვრებიც ასრულდეს წელს, მიტო რო წელს ლუწი წელია ::D ნუ ჩემთვის ლუწი :D