არასოდეს არცერთ ნივთზე არ მქონია გართულება, გარდა ერთისა.... ზეძალიან მინდა ფოტოაპარატი. რამდენჯერაც ფულისშეგროვება დავიწყე, იმდენჯერ დამეხარჯა, პლიუს არ ვარ ის ტიპი რომ სახლში ისტერიკები მოვაწყო და ტვინი ვბურღო მინდამინდამინდა თქო და ვარ ასე... თავის დროზე კომპზეც მთელი ომი გადავიტანე მარა კომპზე კიდე გაიგო დედამ რო ასეთუისე სასარგებლო ნივთია, მარა აპარატზე....
წუხელ დამესიზმრა რაღაც აპარატი მქონდა და სადღაც უცხო ადგილას ვიყავი, მერე თითქოს ჩემ სოფელში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი მეგობრის კორპუსი იდგა, მარა სოფელში რა უნოდა ვერ მივხვდი, თან მთელი ბავშვობა იქ გავატარე და ეს არ დამინახავს თქო ვიძახდი...
ოდა, გამომეღვიძა და ისევე დამწყდა გული, როგორც ერთხელ, ბავშვობაში, აი , ტოტალური გაჭირვება და დეფიციტი რომ იყო და ფლომასტერები რომ დამესიზმრა ფერადფერადი, რომ გამაღვიძეს , კინაღამ ვიტირე. მეორე კლასში ვიყავი მგონი მაშინ.
ბოლობოლო ყულაბას ვიყიდი ისეთს, რომ, როცა რამე მომინდება, გატეხვა დამეზაროს :მო:
1 comment:
ფლომასტერებზე დავიგრუზე :((
Post a Comment