December 15, 2008

პირველი თოვლი თბილისში

მერე რა რომ პახმელიაზე ვიყავი, მაღლივში გადასასვლელი მოკლე გზა, როგორც ყოველთვის, მყუდრო, თეთრი, ლამაზი, დათოვლილი ფიჭვები, და თუ არ დაგეზარა და ხეივანშიც გაისეირნე, ისსსსეთი სიმყუდროვეა.




ხვავრიელად ბარდნიდა მთელი დღე , აი ლიონებერგელი ემილი რომ ვყოფილიყავი, უეჭველი მომიწევდა ნიჩბის აღება და ალფრედის გვერდში დადგომა.




ამწუთას კი ჩემი აივნიდან საშობაო ნახატებში რომ თოვლია, რაღაც მაგის მსგავსი ჩანს....















1 comment:

Anonymous said...

გაბანძდა თოვლი :ბოლი: