December 15, 2008

ზე-პახმელია

დილას მივხვდი რას გრძნობენ ორსული ქალები ტოქსიკოზისას, ბორჯომიც კი არ გაჩერდა კუჭში, თან სამსახურში იძულებითმა წასვლამაც თავისი ქნა და სახლში ცოცხალ-მკვდარი მოვედი, მტკიოდა თავი, მუცელი, წელის უკანა მხItalicარე, მტეხდა ძვლებში, მამცივნებდა, გულისრევის შეგრძნება მქონდა და ამ ყველაფერთან ერთად გათოშილი ვიყავი. საწოლზე დავეცი და მივითიშე. მეგობის ზარმა გამაღვიძა, "ავადმყოფის" მისახედად იყო მოსული, და ოპს, კარი არ იღება. ნუ, რო არა მისი სიმშვიდე, უეჭველი ყვირილს ტირილს და სავარაუდოდ გინებას დავიწყებდი, როგორია, იდგე კარის წინ, რომლის წლების წინ გაუქმებულ კლიტეს ახლა გაახსენდა რომ კლიტეა და გასაღები სადაა არ ვიცი, არის თუ არა, ეგეც არ ვიცი და თანაც ისე ცუდად ვარ იმასაც ვერ ვხვდები რა ვქნა. ნუ, ვურტყი წიხლები, ვატრიალე ყველა შესაძლო სახელური, ღილაკი და ასე შემდეგ და უცებ კარი გაიხსნა. რატომ და როგორ, მაინც ვერ დავადგინეთ, უეჭველი ღმერთმა იფიქრა, დღეს ეყოფა, ცოდოაო....
საათნახევარი აკეთებდა ამ კხმ-კხმ კლიტეს, ჩემი მონაწილეობა ჩაქუჩის თხოვებაში და საწყლად ფეხაკანჭურებულ დგომაში გამოიხატებოდა, შიგადაშიგ მორალური დახმარებით, ოღონდ ვინ ვის ამხნევებდა, ძნელი სათქმელი იყო : ))))
ოდა ცხოვრებაში რომ არ მიჭამია, ისე გემრიელად ვჭამე მთელი ნახევარი ლიტრი მაწონი, და ცოტა გამიარა კიდეც გულისრევამ... ნუ თან თვითონ აქვს ისეთი დადებითი აურა, განვიმუხტე რაღაცნაირად. ვეეჭორავე-ვებუზღუნე-ვეკამათე და გამიარა დანარჩენმა სიმპტომებმა ნელ-ნელა. მერე რო წავიდა ზვიომ ააააუ მშიაო და კარტოფილი შევწვი და მეც ვჭამე ორი კოვზი და კუჭმა მიიღო და აუ რა მაგარი იყო მთელი დღის უჭმელზე რომ ჭამ რამე ცხელს.
კაია ხანდახან ავადმყოფობა. :მო:

1 comment:

Anonymous said...

vai vai, sad dalie ase :D