December 05, 2008

მომენატრა

დღეს გავბოდიალდი ისევ ფეხით, თან მეზარებოდა და ტან არა, მაინც მინდა თქო და ხაჩჳკას გადავეყარე, ვეჭორავე ცოტა... ჩემი გუნდი გავაკეთე და ვთამაშობთო... ყოველკვირაა თამაშებიო... ომგომომგ აი ისე მიდნა თამაში რომ გავაფრენ ახლა : ((((((( მეთქი თუ რამეა, ჩამწერეთ რა თქვენთან, ნუ, არამგონია დამირეკოს, თან უცხოებში მეც მერიდება......
მერე საიტზე შევედი საუკუნეა არ ვყოფილვარ, ლილუს მესიჯი დამხვდა, ოპერაცია გავიკეთე, კარგად რომ ვიქნები ისევ მინდა გუნდი გავაცოცხლოო....... ჰმ, გუნდი ხო, მარა, მანქანას საიდან მოვქექთ? ერთს ყავდა მარა ის პაწუკა იყო თან ძალიან ცოდო იყო საჟლაგუნოდ
იდეაში კი შეიძლება, გამოცდილი მოთამაშე ვარ და მიმიღებს ალბათ გუნდი ვინმე, მარა ეს უცხო ხალხი ნუ რავიცი, ჩემი გუნდელების ბზიკების შეგუებას დაჭირდა კაი ხანი და უცხოებთან პირველი თამაში მარტო იმას დაჭირდება გაიგო ვის რა ტაქტიკა აქვს და მსგავსები ან ვის შეიძლება რამე უთხრა და ვინ "ფსიხია".
ჰხომდა, არადაბალპასადკიანმანქანიანი, კარგი მძღოლი, გადარეული, ღამისმთეველი, ამტანი, პიროვნება თუ იცით სადმე, ხაჩუ ძალიან :მო:
ბლია, ისიც კი მენატრება დილის ექვს საათძე გაბონძღილი ომ მოვდიოდი სახლში და ლოგინზე ვეცემოდი, ან სამ საათზე უაზრო კვესტის ამოხსნისგან გამოდებილებული რომ ვიჯექი, სლივს ველოდებოდი და მეწეოდი ღერს რერზე და ვგრძნობდი რომ მალე გავაფრენდი. ის ყინვის სუნიც მენატრება და ლისის ტბაზე გიჟივით სირბილი ფერადტკივებულს,ბიჭებს რო არ ჩამოვრჩენოდი.
ოდა
ენკა მინდა, ბლინ!
აი არ მენანება არც ფული, არც დახარჯული ნერვები, არც ფიზიკური დაღლილობა მადარდებს და იქ რაღაცნაირად თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ ხოლმე!!! იქ არავის ადარდებს ჩემი სიგარეტი და ხელს არ იქნევენ ბოლის გადაფანტად, იმიტომ რომ 99% ეწევა, არც შენი აჯაჯული თმა და ჩაცმულობა, აქ ყველას აჯღაბუჯღა და მოხერხებულად აცვია, არც ტალახში ტოპვაა უცხო ხილი. აქ არ იჩითებიან ზედამანიკურებული უწიპუწი როჟები (ნუ კაი ერთიორი მარა მე არ მეხებიან), აქ მთავარია იაზროვნო,იფოფხო, დაიკიდო ის რომ ამ სადენში დენი გადის და ამ კედელზე კი უდან გაიარო მარა ძირს ჩასავარდნია, და ამ მიტოვებულ შენობაში მინები ყრია და ზოგადად ამ შენობაში შესვლა იდეაში არ შეიძლება. ის რომ გიჟივით არ უნდა იარო, მანქანა მოცურდება, რომ შეიძლება მუხლი გადაიტყავო ან რამე იღრძო და რავი ასე შემდეგ.
ცივი სუსხი მიყვარს და უკუნეთი ღამე, მძჳნარე ქალაქი და დაღლილობისგან ისტერიკულად გაცინებული მეც მიყვარს.
გავგიჟდები ახლა მგონი : ((((((((((((((((

3 comments:

მელია said...

მაინტერესებს
ეს თამაში :(


დაწერე რაა
პოსტი
ან აქ დაწერე რა ხდება :|

პერწკლი said...

მელია-- ენქაუნტერის ტაგი არის მერცხნივ და იქ ნახე : )))
ცოტა მერე მოგიკომენტებ იმენნა თამაშიშჳ რა ხდება ახლა მეძჳნება მაგრა

fe_male said...

გადასარევია... ძალიან მომეწონა... მიყვარს ეგეთი თავგადასავლები....)))):love: