ჰაერი უფრო ცივი და კრისტალურია, ცხოვრების რიტმი უფრო აჩქარებული, ქუჩებში სინათლის მდინარეებია და ჰაერში რაღაცნაირი სუნია, ენქაუნთერის, სიგიჟის, სიმყუდროვის და სევდანარევი ღიმილების. ისიც მსიამოვნებს, რომ ცივი ჰაერი მისუსხავს სახეს და ქარი მცემს სახეში, თუ შემცივდება შემიძლია კაპიუშონი წამოვიფარო, ბეწვიანი, სადაც ნიავიც კი არ ატანს, მხედველობის არეს გრძელი ფაფუკი ბეწვები ზღუდავენ და ისე ხარ, როგორც ქოხში. ღამე ყველაფერი სხვანაირია, ტროტუარზე ჩამოცვენილი ხმელი ფოთლებიც, ბნელი შესახვევებიც, ადამიანებიც კი...
ყველაზე მეტად გვიანი ღამის ქალაქი მიყვარს, როცა ყველას ძინავს და მხოლოდ პატრულის მანქანები და შენ ხართ ქალაქში, ცარიელი ქუჩები, მოძრაობის სრული თავისუფლება, და სიჩუმე. ალბათ უძილობის გამო მეჩვენებოდა ასეთი საინტერესო ღამის ქალაქი, სკვერები, პარკები, ადამიანების გარეშე, მიტოვებული და ძალიან ჩემიანი.
შარშან, დიდი თოვლი რომ იდო და აუტანელი ყინვები იდგა, მე და ორი ადამიანი წავედით მაღლივის სტუდქალაქში, ხიდის გავლით. ღამე იყო, სიჩუმე, უზარმაზარი, ჩაბნელებული კორპუსები იდგა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ დედამიწაზე ჩვენ სამნიღა გადავრჩით, რამე კატასტროფის მერე. , ასფალტიანი გზა სულმთლად დაფარული იყო თოვლით, გაუკვალავით, ეს თოვლი ლამპიონების შუქზე ბრჭყვიალებდა და თავი რომელიღაც ფილმში მეგონა... :უსერ:
დღეს სამახურიდან გამოსულმა, იმის მაგიერ რომ სახლშჳ წავსულიყავი, საპირისპირო მიმართულებით წავედი და ლამის ნახევარი ვაჟა და კიდევ პეკინი გავიარე... მერე წელი მეტკინა... დიდი სიამოვნებით გავბოდიალდებოდი სადმე ღამე, ძველ თბილისში, ნარიყალაზე, რავი, წავიდოდი სადმე, მარა მეშინია გოგოს მარტო......
ოდა ასე
მომენატრა ღამე, ენკა, და ზამთარი, თოვლიანი.
1 comment:
აუ მეც მაგრად მიყვარს ღამე თბილისიიი, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო ასე მგონია მთელ ქალაქს შემოვივლითქო, მაგრამ მეც მეც მეშინია...
Post a Comment