December 01, 2008

ოდესმე

გაიღვიძებენ ყაყაჩოები
რომ დავტოვე
სითეთრისფერ
მიტკალ-მისხალზე.
ყაყაჩოები
ხელებზე
მეხება
დედამიწა
და
მზე
სადღაც შორიდან.
საჩურჩულოა ჩურჩულები.
გამოხედვა
ლეკვის
თოვლიან ზამთარში რომ გამოაგდეს გარეთ და
ეძებს შესაფარს.
დუმილი
ჩუმილი
ემოცია
სიტყვები ვერასოდეს იპოვიან გამოსავალს
იმიტომ რომ
ხანდახან სათქმელი სიტყვებზე მეტია.

1 comment:

თაკა said...

ხანდახან სათქმელი სიტყვებზე მეტია.


zustad mase var exla..
ai zustad..
saocaria..
rodesac sityvebi ar gkofnis imistvis rom tqva..
arada am dros imdens vlaparakob xolme..
tan imden uazrobas..
magram mainc ხანდახან სათქმელი სიტყვებზე მეტია.