სიზმარში ვნახე სახლი, სადაც ძალიან მიყვარდა ყოფნა ბავშვობაში. ისევ პატარა ვიყავი, და ვცდილობდი, ხელებით დაკიდებულს გამევლო ხეივანზე, რაც, ისევ ,ვერ შევძელი, სიმაღლის შემეშინდა. ბავშვები ისევ პატარები იყვნენ, ანა ბებია დიდ ოთახში იწვა, ცუდად გახდა და წამოწვა და მე ჩვეულად, აბაზანის გავლით გავედი სხვა ოთახში. ჩავედი ეზოში, ვიდექი და ვეღარ ვცნობდი იქაურობას. აღარ იყო ჟასმინი, თუთის ხე, ბილიკების გასწვრივ ორივე მხარეს დარგული ბზის ბუჩქები. ეზო გადიდებულიყო და თითქოს სხვა ხალხს გადაეკეთებინა.
უცებ დავინახე იქვე პატარა სახლი, ხით მოპირკეთებული ერთი დიდი ოთახით, ბუხრით, და, ფარდის იქით, გნომიკების პატარა ოთახებით.
და მე იქ დავრჩი, დედის პროტესტის მიუხედავად.
და მერე ეს პაწუკა სახლი იქცა დიდ სასტუმროდ, და მე მყავდა ბევრი სტუმრები,იყო გაცხოველებული ვაჭრობა, დახლები, კანფეტები, ტანსაცმელები, ბევრი და უფასოდ, ღარიბი სტუმრებისთვის.
მაგრამ იქაურობა ატალახდა, აღარ იყო მწვანე ბალახი, ბზის ბუჩქები და ის პატარა, მყუდრო ეზო, ოდესღაც ასე ძალიან რომ მიყვარდა, ბავშვობაში დარჩა.
6:37 --10 წუთის წინ გარდაიცვალა........ არადა არ წავედი სანახავად.......
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
No comments:
Post a Comment