November 18, 2008

ჩემი ნივთები


არის ნივთები, რომლებიც "შენია". გემრიელია, თითქოს შენზეა მორგებული და შენთვის შეიქმნა...

ასეთი იყო ჩემი ყვითელსმაილიკა ბრელოკი, რომელიც კარავის ლაშქრობაში დამეკარგა, (რატო ფეხი არ მომტყდა რომ წავედი და მივაკარგე).შავი პანამა, 2 თუ 3 ლარად ლილოში ნაყიდი მეორე კურსზე და ჩემთან ერთად პრაქტიკა-ლაშქრობა-ექსკურსია გამოვლილი. მარშუტკაში დამრჩა ესეც...

50 თეთრიანი უბრალოზე უბრალოდ თმის საჭერი, ჩემი უცვლელი თანამგზავრი აგერ უკვე ორი წელი. აბსოლუტურად ყველა თმისსაჭერი დავკარგე მის გარდა, საოცარია პირდაპირ... თან ისეთი ერთი ბეწო რომ აი რავიცი... ორჯერ გადაურჩა დაკარგვას, ერთხელ ნუნისში, თამრიკორმა მიპოვა, მეორედ მთაწმინდაზე მივაკარგე მეგონა, გამოვიტირე და შემთხვევით აღმოვაჩინე ჩანთის კუნჭულში. მაშინაც კი არ გადავაგდე როცა თმა მოლედ, ბიჭურად შევიჭერი, ნუ აი მიყვარს ეს გაქუცული უბრალოდ თმისსარჭი და მომკალი...

იასამნისფერი ჯემპრი,დათბილული ნაქსოვი ნაჭრის, მგონი ბაიკა ქვია, ან რამე ასეთი, დედამ მიყიდა ასე 7-8 კლასში , მის მერე, ყოველ ზამთარს, გაუხდელად, (თუ გარეცხვას არ ჩავთვლით და მერე ფეჩზე შრობას რომ დროზე ჩამეცვა) მაცვია, მეცვა და მეცმება. საწყალს სახელოები გაუფუჭდა, დაეხა და 3/4 სახელოიანი დარჩა, ფაქტიურად ხეიბარია, მააააგრამ გამორიცხულია მე სახლში, თელავში ჩავიდე და არ ჩავიცვა.(დედამ წაიღო იქ, გადაგდებას უპირებდა , მაგრამ ჩემ ცოდვას ვერ გაუძლო და რეანიმირება გაუკეთა ) :))) ყველაზე ყველაზე ყველაზე გემრიელი რამეა დედამიწის ზურგზედ.

ჩეეემი ახალი იგივენაირი ნაჭრის, მეორადში მოქექილი კაპიშონიანი უგემრიელესი ჯემპრი, ჯიბით თან. ჩემთან ახლოშია ერთი , თუ შეიძლება მეორეადს ეწოდოს, ნავაროჩენი მაღაზია, ამასწინათ 90% სეილიო ეწერა და დავინტერესდი, რას ყიდიან ასეთს თქო და.... ისსსსსეთი გემრიელი ჯემპრი ამოვქექე რომ აი რავიცი. მოგრძო სახელოთი, რომ ზამთარში ხელი შეიყუჟოს თბილად, კაპიუშონი რომელიც დაფარებადია და სულაც არ უშლის მოძრაობას, ჯიიბე :ჩუპს: , ხოდა კიდევ ძლაიან თბილია, მთელი თბილისი უკვე თხელი კურტკებით რომ დაკავკავებდა, მე ეს მეცვა და სულ არ შემცივდა, თან ქარში! არ ატარებს ქარს! მოკლედ ეს ჯემპრი რომ მაცვია, ბუდეში მგონია თავი.

შარვალი რომელიც დაიხა ხო რა, ორი წელი მეცვა, და , კაპუტ, მოკვდა. :(((((( მიყვარდა არადა როოოგორ :( განსაკუთრებული არაფერი, ხაკისფერი, სპორტული ჩაჩი იყო , მაგრამ "ჩემი იყო". ხსოვნა იყოს...

"ჩეეემი სარი" . ზღვის უბრალო მოსახვევი რამე. დამაქვს ყველგან ,სადაც მივდივარ, მაფარია-მახვევია ზამთარ-ზაფხულ. სოფელში, აბაზანის მერე, მდინარეზე, პახოდში, მაშინ, როცა ძალიან ცხელა და ჩაცმა მეზარება, ან როცა მცივა და დაფაარება მეზარება, მოკლედ, მე და სარი ვართ როგორც სიამის ტყუპები, დედა კი მასაც ლიკვიდირებით ემუქრება, როგორია, ბავშვი სახლში 24 საათი ნარინჯისფერნაჭერშემოხვეული რომ დაბოდიალობს : )))

ტვიწი - ახალი ნივთი, ბროშკა, რომელიც სამწუხაროდ არც ერთ ჩემს ახალ ნივთს არ უხდება და ტრაურში ვარ :(

ვირთხა ჩანთა- იდეაში ეს არის პოკემონისთავიანი პაწაწუნა საფულე იასამნისფერი, ამავე ფერის თოკზე, თეძომდე. მაგრამ ეტევა შიგ თითქმის ყველაფერი. ანუ მობილური, სიგარეტი ზაჟიგალკით, პლეიერი, პირადობა, ფული, გასაღები, და სრული ბედნიერებისთვის ხანდახან ტუჩის ბლესკიც კი... თან გაქვს ყველაფერი რაც საჭიროა, ამ დროს არ გიჭირავს ჩანთა და თავისუფალ ფრინველად გრძნობ თავს. მარა ისაო, ეს ვირთხა ჩანთააო და არ გიხდებაო და რაღა დროს შენი ეგენიაო ბოროტმა ბიძიებმა :(

ჩემი თმა ვინც მიცნობს, ეცოდინება, მე მაქვს რიჟა თმა. ამ ფერის თმა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რამდენიმე წელია რაც შევიღებე და სანამ პირში სული მიდგას თავზე თმა მაქვს და საღებავები გამოდის, მანამდე მექნება ასეთი ფერის. ნუ, იდეაში უფრო სხვა ფერი მინდა,მაგრამ ესეც ხომ რიჟაა. :უსერ:

ამწუთას ესენი გამახსენდა.....

:ნივთებზემიჯაჭვულისმაილაკი:

3 comments:

Anonymous said...

მეც ნივთოფილი ვარ

Toma said...

მიჯაჭვულობა არც ისე კაი რამეა, განსაკუთრებით კი ნივთებზე.

Jenny said...

lol magaria :D