დილას ჯგუფელმა "გამახარა", მარტოს მოგიწევს მაღლივში ასვლა და სიის შედგენაო, მე ვერ ვახერხებო... თითქოს მე მოცლილი ვარ ძალიან... ავედი, თერთმეტ საათზე ჯერ კიდევ არ იყო მოსული ლექტორი... დაურეკეს მერე და ნახევარი საათი მაინც მალოდინა, არადა 10 წუთის სავალზე ცხოვრობს... მოვიდა, აფრქვევდა ცეცხლებს, ბლიად, მე დავაშავე რამე, რომ ორსულადაა, ტოქსიკოზი აქვს (ალბათ) , ქმარი ნერვს უშლის, ძიძა კიდევ უფრო, უფროსი ხომ უფროდაუფრო და შევრჩი მე... იდეაში არ იმჩნევდა, მარა ისეთი ტონებით ლაპარაკობდა, ჯობდა სკამების სროლა დაეწყო... მაქსიმალურად არ შევიმჩნიე, შევადგინე ცხრილი ჩემთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გრაფიკით და დავახვიე სამახურისკენ...
გზაში ვცდილობდი გამერკვია რაში ჭირდება ძიძა, აშკარად რამდენიმე თვეა რაც გათხოვდა და არც გათხოვებამდე ქონია დიდი მუცელი. ვიფიქრე ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე
უნიში გადამეყარა ჩემი კიდევ ერთი ჯგუფელი, გამომიცხადა რომ ინგლისურზე ვიღაც ჯაან ტაკოი ტიპი გვყავს და ჯობია ვიარო თორემ გამოცდაზე დამერხევა. ჰმ... არადა როგორ მახატია..... სამი ლექცია გავუცდინე, ან უფრო მეტი უკვე...
ვერ ვიტან უკვე ამ სიცივეს, ჩამოტყაულ კედლებს, აპათიას, უნივერსიტეტი რომ ქვია... ვითრგუნები რატომღაც, რომ შევდივარ... არადა სულ ცოტა უკეთესი პირობები და დამოკიდებულებები რომ იყოს, ალბათ კათედრაზე გაცილებით უფრო ხშირად ვივლიდი, გვიანობამდეც დავრჩებოდი მართლა მაინტერესებს იმუნოლოგია, თანაც ძალიან... მაგრამ ლექციების მერე ერთი სული მაქვს იქიდან გავაღწიო და ღრმად ჩავისუნთქო.
სამახურში გაირკვა, რომ გუშინდელი მარათონის შედეგად შეცდომით გამიგზავნია შრატი, ანუ ნაწილი უნდა დამეტოვებია და მთლიანად გავაგზავნე, იმიტომ რომ პაწუკა გაუგებრობა მოხდა... საბედნიეროდ მაიკოს გადაუმოწმებია და უკან გამოიძახეს ის ჩემი შრატი თუ პლაზმა გავაგზავნე? ნუ რა მნიშვნელი აქვს, ქე გამოსწორდა ამბავი და.
ხო, გუშინ ძალები მოვიკრიბე და ერთდროულად ოთხ კოაგულოგრამას შევუტიე. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, რომელიც ჩემი გამარჯვებით დამთავრდა! გამოვაცხადე, ააააარა, გამიშვით, მეეეეთვითონ, არ მინდა დახმარება :ფეხებისბაკუნისსმაილიკი: და ვიჯადოქრე. 30-30 წამსი ინტერვალით ვასხი და ვურიე და ვაწრუკუნე აპარატი და ორი ბუნიკი წიპა მინი-კონვეიერი გამოვიდა, ოთხი შრატი ჩაისხა, ბოლოს რომ ასხავ უკვე პირველი წრიპინებს, რეაქტივი ხაჩუო, ოთხი წამის ინტერვალში უნდა მოასწრო გადადო სხვა "უჯრაში" და ჩაუსხა რეაქტივი, ამასობაში მეორეც აწრიპინდება და ასე შემდეგ და ბოლოს იწმენდ შუბლიდან ოფლს და პასუხებს ამოიწერ შესაბამისი თანმიმდევრობით
რა შუაში იყო ახლა ეს გადახვევა და დღეს სამახურში იმდენად დათრგუნული მივედი და იმაზე ნერვი მომეშალა, იმიტო რო იდეაში არ იყო ჩემი ბრალი, შევლაგდი კომპთან, მოვნახე მახათი და უსაქმურობისგან ყველა პასუხის ბლანკი გავამზადე და დავბეჭდე კიდეც ოგიერთები, პლიუს წიგნი გადავიქსეროქსე , ძალიან კარგი წიგნები აქვთ იქ.
საღამოს ნათელ წერტილად ცაბასთან ერთად სახინკლის დალაშქვრა იქცა. ტარარამ-ტამ-ტამ
1 comment:
თურმე როგორ მომნატრებია ჩემს ძველ თემფლეითში არსებული ბუნ–ბუნა...
Post a Comment