აი სულ მშია ამ ბოლო დროს, მთელი დღეები... გვიან მივალ შინ, მივასკდები და მერე კიდევ მიკვირს საიდან მოდიან კილოგრამები.
გამოვრუტინდი სულმთლად... და იქამდე დავეცი რომ სადა ჟაკეტი და ჟემპრი ვიყიდე, ისეთი, ცხოვრებაში რომ არ ვვიყიდიდი ჩემით, და სულ ძალისძალით გავიმეტე თანხა... მდას, ყველას მოწონს ჩემ გარდა....... არადა კია ლამაზი მარა არაა რა ჩემი, არც ეს პალტო და ჩემხელა ქოლგა...
მოკლედ, სასწრაფოდ მინდა რამე ისეთი, ჩემეული. ფუმფულა ჭრელი ნასკი ვიყიდე გუშინ, დღეს არასად არ წავალ,.პირდაპირ სახლში და ფუმფულა ნარინჯისფერი ნასკები და ნამ–ნამ.
2 comments:
მე კიდე მარტო ეხლახანს დავიწყე "ჩემი" რაღაცეების ყიდვა. კარგია თუ შენ მარტო ერთიორი რამე გაქვს ეგეთი
mshvidobashi :D
Post a Comment