აღარ მინდა ასეთი იმპულსურემოციებიანი და იმპულსურსურვილებიანი ვიყო
სიმშვიდე მინდა
პოხუისტობა, ჯანდაბას
ოღონდ ასე ხშირად არ მეცვლებოდეს შეხედულებები და დამოკიდებულებები, უცებ არ მისულერთდებოდეს მნიშვნელოვანი და წამის მეათედში ისევ მნიშვნელოვანდებოდეს.
არ მინდა არც ის უკიდეგანო ბედნიერებები და არც უბედურებები... უფრო სწორედ, არ მინდა უბედურებები, და დავთმობ ამ წამიერ სიმშვიდეებსაც, ჯანდაბას...
ზუსტად ერთი წამით დანახული ფოტოს გამო განწყობილებების მთელ თაიგულს ხაზი რომ გადაესმება და ერთადერთი ემოცია რომ რჩება __ უბედურება.
ანდა, ერთი უბრალო ფაქტის გამო ყველაზე ბედნიერი ადამიანი რომ ვარ იმ ადგილას და იმ მომენტში.
1 comment:
არ ღირს, დამიჯერე.
იყავი ისეთი, როგორიც ხარ.
თუ შესაცვლელი ხარ, ისედაც შეიცვლები.
Post a Comment