September 14, 2008

კარსანი მარსანი



წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გავატარე, კოცონთან.


კარსანის მიტოვებულ ტუბდისპანსერში ვიყავით, იქ რვეულებიც ვნახეთ ჩანაწერებით, წიპა გაწერილია, მოკვდა, მოხსნილია და ასე შემდეგ. ვნახეთ ძველი ნივთები, რაღაც ჰენდმეიდი შკატულკა თუ ყულაბა თუ რაღაც ასეთი, მესამე სართულზეც ავძვერით მე და კიდევ ორნი, სახიფათო გადასასვლელი იყო, ჩანგრეულა მთლად და მოაჯირიღა იყო დარჩენილი, წვრილი არმატურის წკირებით, მაგრამ დავიკიდეთ და მაინც ავფოფხდით,შედეგად ვიპოვეთ რენტგენის გასამჟღავნებელი ფხვნილი, აკა ჰეროინი, რომელიც იქვე დავტოვეთ, რათა სახლის ბოროტი სულები არ გაგვებრაზებინა. კიდევ ტუბიანების ფილტვების რენდგენების სურათები იყო ბეეეეეეევრი ბევრი.


შენობაა ულამაზესი, გერმანელების მიერ აშენებული, სამწუხაროა რომ ტუბიანები ცხოვრობდნენ, იყიდიდა კაცი და იცხოვრებდა დიდი სიამოვნებით... ფილმი როა, სხვები, "others" ნიკოლ კიდმანი მონაწილეობს, იმ სახლს გავს რაღაცით... წინ აუზი აქვს, ჩაასხავ წყალს და მოაშენებ შიგ ფლამინგოებს.

სულსულ ზემოთა ოთახი მომეწონა, დაკიდევ დირექტორის კაბინეტი მეორე სართულზე უცნაური ფორმის ფანჯრით, აი ისეთი რაფაზე რომ ჩამოჯდები, ფარდას ჩამოიფარებ და მიმყუდროვდები.

დაღამებული იყო რომ მივედით, აივერსონს ფანარი ვეთხოვე (ჩემი რასაკვირველია დამრჩა) და მარტო შევედი. სულებმა გადაწყვიტეს მომსალმებოდნენ და ისე შემაშინეს, მეორე სართულიდან კისრისტეხით ჩამოვირბინე.... ყველაზე ჰორორ მომენტი ეგ იყო. თან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ჩამონგრეული ჭერის ფიცრებით იყო ჩახერგილი და ზედ როგორ გადმოვახტი ისე უცებ, ვერ ვხვდები ახლა...

კიდევ მერე ბერიას აშენებული ბომბსაფარი თუ რაღაც ასეთი ვნახეთ... გიოჯიო გადაირია ისე მოეწონა სასტრაიკოდ, მე კი საენქაუნთეროდ. ოთხი შესასვლელი აქვს მგონი , და ლაბირინივითაა და ჩემნაირი ორიენტაციის ადამიანისთვის დასაკარგად მისწრებაა. ნუ ვერ დაიკარგები, პატარაა მაინც, მაგრამ სხვა შესასვლელიდან გამოხვალ. მაგარი ცუდი შეგრძნებაა იყო, თან გოგოები წუწუნებდნენ ზოგები გვეშინიაო და გადმომედო : ))))

კიდევ სასაფლაოზე ვიყავით და ვიღაც 40 თუ 48 წლის კაცის საფლავი იყო... კიდევ ერთი ისეთი მოკლე საფლავი, უეჭველი ბავშვის ან ლილიპუტის იყო და თან არაფერი არ ეწერა თავთან ჩარჭობილ რკინის დაფაზე.

წივწივა ავად გვყავდა, სიცხე ქონდა და ხმა შეცვლილი, სამწუხაროდ ამდენ კაცს, 11 ვიყავით მგონი, წამალი არ გვქონდა წამოღებული და მთელი ღამე ცოდო იყო, თან არც იმჩნევდა მაგრამ მაინც...

ხო ნუ ჩვენ იქ ვიკარაკუნეთ, ვიფილმეთ, რარაცეებზე ვილაპრაკეთ იმდენი რომ მოჩვენებებს ტვინი შევუჭამეთ ალბათ.

ზურგი მტკიოდა ძალიან, ცუდი რუკზაკი მქონდა და გზაშივე შემაწუხა საშჳნლად , მისვლისტანავე გავშალე პარალონი და დავწექი, მერე ჩემს პარალონზე სხვები განთავსდნენ და წავედი ყველაზე მსუქანი პარალონი დავითრიე და მე და ბატო-ბატომ გავიყავით, ხო ნუ მატისის წელიც იდო, მარა ეგ არ ითვლება მემგონი. წივწივამ თავისი სპალნიკი დაგვაფარა და ვიწექით ასე თბილად. ძილით მხოლოდ მე, ბატობატოს, წივწივას ძალიან ცოტა და მგონი მეტს არავის ეძინა. ნუ ცუცქა კაი ხანი იყო კარავში მაგრამ იფიცება რომ არ დაუძინია.

მე კი იიიიიიიიისე ღრმად მეძინა თურმე რომ ძლივს გამაღვიძეს...

აუ ისარაქვია, პირობას ვდებ მეტჯერ აღარ გავეკარო წივწივას სპალნიკს თორემ ღორობა გამოდის უკვე მიმაქვს ჩემი, მძინავს მისაში, ჩემი კი ან მას აქვს ან სხვის მხარზეა და ისევ მას ვუზიარდები, როგორც გუშინ

ხო დილას აღმოვაჩინე რომ ნაუშნიკი გამიფუჭდა ცალი ,რამაც ძალიან გამაბოროტა, მერამდენე მიფუჭდება , ბლინ, ამიტომ მთელი გზა დაზომბირებული მოვდიოდი და ცუდ რამეებზე ვფიქრობდი. თან უძინარიც ხომ ვიყავი და რამე...

მარშუტკას გავყევით, ხალხი ისე გვიყურებდა როგორც ვარდისფერ ნიანგებს, ჩემს გვერდით ზომიერად ფერხოციანი და იდეალურდ გაპარსული მამაკაცი ეჭორავებოდა ერთი რიგით უკან მჯდომ ძმაკაცს და რა იცოდა რომ მის მხარეს მყოფი ნაუშნიკი გაფუჭებული მქონდა... ზოგადად ძალიან ვხალისობ ხოლმე გამოწკეპილი ხალხის სახეებზე, როცა მე გაბონძღილი მოვდივარ პახოდიდან, თან თუ ორდღიანია ხოლმე ხოლმე კიდევ უფრო გაბონძღილი ვარ და გადაჩვეული ამ გაწკეპილი ხალხის ყურებას და თავიდან ვეჩვევი ხოლმე და ისინიც ეჩვევიან რომ ჩემნაირებსაც აქვთ არსებობის უფლება და რომ შეიძლება გარეთ იარო ჩორტ ევო ზნაეტ რა ფერის შარვლიტ მტვრიანმა და გაჩეჩილმა.

ხოდა მერე მივედი სახლში და გავსუფტავდი ძეძლებიდდაგვარად და გაგუდულს მეძინა კაი ხანი. რომ გავიღვიძე ისევ მტკიოდა ზურგი და თავი, არც ხელმეორე ბანაობამ მიშველა და ახლაც მტკივა

სულ ეს იყო
აივერსონი მაღვიძებს......
სხვების მოყოლილი
ბატო-bato

4 comments:

fe_male said...

პერ ძალიან მომენატრეთ შენ და წივწივა.. კარგები ხართ....)))) დავუმესიჯებ ეხლა, რა სჭირს სიცხე რატომ ქონდა?.....)))) :უსერ:

Sweet said...

რა ყოჩაღი მბექლინკავი გოგო ხარ ^_^

ცუცა said...

ეე რა კაი ხაანი :(

40 წუთი ვიყავიი დაახლოებით..

მუსიკას ვუსმენდიი.. და ის ის იყო რო ჩამთვლემა და ძილს ვაპირებდი რო, ბათო და ნანა დამადგნენ თავზე და მაშუქებდნენ ფანრებს.. არ გავაღვიძოთ არ გავაღვიძოთო.. და მე გამომაგდეს და თვითონ დაწვნენ :(

nati kuda said...

მშურს : (