კიარადა
გუშინ ძალიან ისეთი აპჩხი საღამო იყო, დადებითი ემოციებით გაძეძგილი...
და ჩემზე მომიყვნენ ერთი გოგოს შთაბეჭდილება , რომელიც ერთადერთხელ მყავს ნანახი, ისიც შორიდან და ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. შთაბეჭდილება დაახლოებით ასე ჟღერდა: "მაგარი უცნაური ვინმეა ყველა გაგებით, გავიდა იქით, მარტო დაჯდა, ჩვენ აქ ერთად ვიყავით, ვჭამდით ის იქ იჯდა რაღაცეებს აკეთებდა მარტო. მაგას როგორ უგებ და როგორ ეკონტაქტები..."
მმმ
არადა ვიღლები ბევრ უცხო ხალხში და თვითგადარჩენის მიზნით განმარტოვება მესაჭიროება ხოლმე...
არ დავგრუზულვარ, მიჩვეული ვარ მსგავს შეფასებებს ,მაგრამ ასეთი კონკრეტული შეფასება პირველად მოვისმინე და ძალიან გამიკვირდა, რატოა უცნაური ის რომ მარტო ყოფნა მოგინდეს? არ მესმის და მომკალი :უსერ:
4 comments:
ჯასთ
ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს
ვერ ვიტან ხალხმრავლობას, მაგრამ ტუ აღმოვჩნდი მასეთ სიტუაციაში შენნაირად ვშვრები
მაგრამ ვინ გაცლის
რა მოგივიდა?
ცუდად ხომ არ ხარ?
ეე კარგი რა რა გჭირს?
:დრუგ:
აუ, მეც ეგ კითხვა მაწუხებს ხოლმე...
კიდევ მაინტერესებს, რატომ თვლის ხალხი, რომ თუ არ ხარ ყურებამდე გაკრეჭილი, ე. ი. უეჭველი ცუდ ხასიათზე ხარ...
...პერ ადამიანი მაშინ ხარ საცოდავი და ძალიან უბედური როცა ხდები ერთფეროვანი, ყველასნაირი, მომაბეზრებელი არსება....(((( ასერომ ძალიან კარგია რომ გეუბნებიან უცნაური ტიპი ხარ, განსხვავებულიო.....)))) ალბათ უბრალოდ შურთ რომ შენნაირები არ არიან.. ძალიან ”ვაზელინი” კომენტი გამომივიდა, მაგრამ ხომ იცი რომ ასე ვფიქრობ.....))))
female--ჰეჰე, არომსაბეზრებელისა რა გითხრა, მაგრამ რავი, მაინც მადლობა : )))
Post a Comment