September 13, 2008

ბლოგერთა შეკრება

ჰხომ


ახლა მე აქ რამე უდნა დავწერო გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენების შესახებ... მაგრამ ვაი რომ ახლაღა ავდექი, თავი მაქვს გასიებული, დავხამდი ძილს და იმდენი ვიძინე მგონი ზედმეტი მომივიდა.


ჰხომ, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა გუშინწინ ღამე, ჩემი მრავალტანჯული პარალონი და სპალნიკი მშობლიურ სახლს დაუბრუნდნენ მას შემდეგ, რაც გადავლახე შინაგანი ბარიერი და მინიმუმამდე დაყვანილი ვერბალური, ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტის შემდეგ, სახლში წამოვაპროწიალე. ნუ, ინდიელთა ცეკვა რომ არ ჩამოვუარე, მხოლოდ იმის ბრალი იყო, რომ საშინლად მციოდა და ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი. ნუ ,სადაც სამართალია, ჩემთან სახლში უნდა მოსულიყვნენ თავისი კიარადა წამღების ფეხით მაგრამ ეს ზედმეტ ვერბალურ კონტაქტს მოითხოვდა და გადავწყვიტე ჩემი ფეხით ვხლებოდი...


შემდეგ იყო ორი სამსახურის, ტოესწ ერთი სამახურის და მეორე , ენთუზიაზმზე მოსიარულე პრაქტიკანტის შეთავსების იდეა... პრაქტიკანტი ვარ ლაბში... და ჯერჯერობით მიხარია ძალიან... მარა იქ ფულს არ მიხდიან რომელიც მჭირდება და... რავი, ვზივარ ახლა აინშტაინის როჟით და რამის მოფიქრებას ვცდილობ...


გუშინ კი ბლოგერთა შეხვედრა იყო, ტოესწ იმდენი ბლოგერი მინუს მე იმიტომ რომ იქ მხოლოდ ვიჯექი და ვისმენდი : )))))


მარის ის ახსოვდა, კატა რომ მომეწონა მის ბლოგზე დადებული და მეც მაჩუქა. აიაიაიიიიიიიიიიიიიიი ჯერჯერობით მოგონებულ ნივთებს მივამატე... უი, მოგონებულ ნივთებში ბეთანიელი ქვაც მაქვს მისამატებელი, ისევ ჩანთაში გდია...


კოსტუმი მაქვს მოსაფიქრებელი, ანუ მოსაგონებელი და მერე შესაკერი-გასაკეთებელი.... ამ დროს ასეთ რამეებში სრული ნოლი ვარ. ნუ ,გამოწერით ძვირია, არ გამომივა, ოპრაში პიტერ პენის და ჰარი პოტერის ფორმები არ ექნებათ და რომც ქონდეთ ჩემი დასვრადობის ამბავი რომ ვიცი, გავაფუჭებ ან, მარის თქმისა არ იყოს, დაძაბული უნდა ვიყო, ამიტომ შეკერვა საუკეთესო მეთოდის, პლიუს ამას დედააცემის საკერავი მანქანა და მიდი,მოვდივარ.... ხოდა ვზივარ და ვფიქრობ რა ფეხი ვქნა... ნუ, ჰარი ადვილია, სათვალე, მოსასხამი, კაცის შარვალ-კოსტუმი და ეგაა, რა.... თმა მოკლე მაქვს და ყავისფრად შევიღებავ.... მოგონებულ ნივთებში რომ ხევსური ჯოხი მაქვს, იქიდან მშვენიერი ჯადოსნური ჯოხი გამოვა...





ან პიტერ პენი...
მმმმ
მომწონს პიტერ პენის იდეა....
თან ადვილი გასაკეთებელია, თან ჩემიანია პიტერი
თან გაპრანჭული უწიპუწი არაა
და რაც მთავარია ორივე კოსტუმი შესანიშნავი მეთოდია დასამალად
თან მწვანე, ყავისფერი , და შვინდისფერ-ყვითელი ფერებიც მიყვარს
ჰხომდა
დღეს კარსანში კიდევ მოვიფიქრებ

No comments: