September 05, 2008

შენ თითქოს მიხვდი

შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი... მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს

თამაზ ბაძაღუა

2 comments:

Unknown said...

ჰო მასე ზოგჯერ
ადვილი კითხვის პასუხს შორს ვეძებთ

შეუმჩნევლობა არ ვარგა :|

Anonymous said...

rogor miyvars bazagua :love:
karlo kacharavac mogeconeba shen :*
lib.geze naxe