September 06, 2008

აბდაუბდა

აბდაუბდა უნდა დავწერო და არ წაიკითხოთ.
ხვალე სადღაც ჯანდაბაში მივყვები კარაველებს, ანუ ხადას ხეობა კი ქვია და შორიდანაც მაქვს დანახული მაგრამ ამწუთას ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ ხეობა და ზოგადად ხვალ წასვლა, მაგრამ ვინაიდან ქალაქში და სახლში უფრო არ მინდა, და არც არავის ნახვა არ მინდა , მიტო მივყვები, თანაც სიგარეტის გახრჩოლება სუფთა ჰაერზე უფრო სასიამოვნოა..... და როგორი საოცარიც არ უნდა იყოს მე იქ სრულიად მარტო ვიქნები.
ჰხომ
ერთი საინტერესო მომენტი ის აქვს ამ კარავს რომ ყველა ისეთი წესიერია რომ თავს უხერხულად ვგრძნობ.......... ნუ ბოლო გასვლაზე იმდენი გოგოდან ,მგონი 15 თუ 18, მარტო მე ვეწეოდი, მარტო მე არ მქონდა შემოსახვევი ეკლესიისთვის და რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილად ვგრძნობდი თავს...
სამახურში ფჩოლაჩკა შემარქვეს და ცოცხალი თავით არ აღიარებენ, რატომ........ საინტერესოა, ვბზუი, ზოლები მაქვს თუ ვიკბინები თუ სამივე ერთად?
ჰხომდა ქალაქში არ არისო და........ რა უფლება მაქვს შევეტენო...... კიარადა გული დამწყდა თან ძალიან.......
ხო.............

4 comments:

Anonymous said...

chemo kargo... me arts tu ise axali karavrli var... vetsevi, arasdros ar mqonia tavze dasaxuravi tan tsagebuli...mets medzxaian pcholochkas... itsi rato? adre iyo multiki pcholochka maia! :))))))))
damertsmune igrdzeni tavi ise rogorts shen ginda...... :)))))))))))))))))))))

პერწკლი said...

lei`la-მე ლეილა მეგონე კიდევ : )))) მადლობა კომენტარისთვის : ))) მახსოვს ფჩოლა მაია, აი თურმე რატომ : )))))
ხო კარავზე ახალი ვარ და... მორიდებული ახალი თან და... : )))) კარგია, რომ იქ ჩემნაირებიც ყოფილან : )))

sabaha said...

მაგ კარავის ადმინისტრაცია ცოტა ვერააა
2 თვის წინ დავრეგისტრირდი და ჯერაც არ გამიაქტიურეს ნიკი
ხოდა რას ვამბობდი
მითხრა ვანომ, მაგრამ ვერ მოვახერხე :((
მოწევაზე გამახსენდა
არმაზში რომ ვიყავით მარტში
16 კაციდან არავინ ეწეოდა, რომ ასანთი ჰქონოდა, ცეცხლი ვერ დავანთეთ :))
მერე გამვლელებს გამოვართვით :))
ხოდა შემოსახვევი არც მე დამაქვს ხოლმე :უსერ:

fe_male said...

...წავიკითხე......)) :mo:
...პეეერ ძალიან მაგარია როცა 15 თუ 18 კაციდან მარტო შენ აკეთებ რაღაცას რასაც სხვები არ აკეთებენ... რაც არ უნდა იყოს ეს, თუნდაც ფილტვების დახეთქვა......)))) ჩვენი პერეკური გახსოვს? fe_male–ის ლოდზე... თუ ქვაზე თუ რაც იყო... ეჰ კაი დრო იყო... შენ ჯერ არ მუშაობდი, უამრავი თავისუფალი დრო გქონდა... მე კიდევ ქუსლოჩკებზე არ ვიდექი......(((( :უსერ: