ახლახანს ვეჭორავებოდი შორენას რაღაცეებზე და ნაზინუზა გოგოების თემამ გაიჟღერა...
მაღიზიანებენ ზოგადად ასეთი ტიპაჟები..... "ვაიმე სად შემიძლია" არ შემიძლია, სუსტი ვარ მომეშველეთ დამეხმარეთ და ასე შემდეგ თავისი თვალების ფახულით,ფეხის ფეხზე გადადებით, ორმეტრიანი ფრჩხილებით და კარგად დამუშავებული კეკლუცი მანერებით...
მე ამას ვერ შევჭამ, ამას ვერ დავლევ, ფუფ... ლაპარაკი არ მაქვს ბუნებრივად ნაზ გოგოებზე, მშურს კიდეც მათი, ისეთი ქალურები არიან.... მაგრამ ეს დაყენებული პოზები ძალიან მაღიზიანებს...
ჰხოდა პახოდში წივწივამ საჭმელი გაგვიმზადა, ადამიანმა იწვალა, კვერცხები ამოიტანა იმ სიშორეზე ,კიდევ რაღაცეები..... მთელი სული და გული ჩააქსოვა, როგორც იტყვიან... ჰხოდა ერთმა ასეთმა , ძალიან სწერვულად, გამოაცხადა , რომ მეტი საქმე არ აქვს ეს ჭამოს...
ერთი ლუკმა მაინც გასინჯეო და... აი ჯერ ამას შევჭამ (რაღაცაიღო) და მერე გავსინჯავ და .. მერე... აუ აღარ მინდაა... წავიდა და გადაღვარა..... არ ვიცი შეიძლება ვითომ არაფერი ,მაგრამ ძაააააალიან გავბრაზდი.... ნუ, მეც არ ვჭამე, რაც მართალია,მართალია, მაგრამ მე ვთქვი კიდეც რომ ხახვს ვერ ვჭამ, ფიზიკურად ვერ ვყლაპავ, უკუპერისტალტიკის (გლეხურად ღებინების) რეფლექსი მერთვება მომენტალურად :((((
ჰხოდა მეთვითონ ვარ საკმაოდ ისეთი, "ტარზანკა", შორენასთან ვერ მოვალ ,ეს ნამდვილი ამაზონკაა, მაგრამ ზოგადად არ ვცნობ ბიჭის "სიძლიერეს" და გამოწვდილ ხელებზე ალერგია მჭირს :უსერ:. ერთადერთი რასაც დიდი სიამოვნებით ვხვდები, ჩემი კომპის გარემონტებაა,ისიც იმიტომ რომ სრული ნოლიანი ვარ ამ საქმეში, დანარჩენში ნურას უკაცრავად, არ ვარ მე ისეთი სუსტი რომ ვიღაც მე მეხმარებოდეს...... მხოლოდ ჩემზე გაცილებით ძლიერი ბიჭებისგან ვიღებ დახმარებას და ისიც აუცილებად ჩემი ინიციატივით... და სამწუხარო ისაა რომ ეს ჩემზე ძლიერი ბიჭები ძალიან ცოტაა :(( წიპა "მამაკაცურობა" მიაკარგა სადღაც ჩემმა თაობამ... კეე, საწოლში ყველანი ძალიან მაგრები ვართ, მანქანის დაპიპინებაშიც და კაფე-ბარ-რესტორნებში ბოდიალში და გრძელი თმის მოზრდაში, მაგრამ... ან მე მაქვს ზედმეტად ნავაროჩენი მოთხოვნები,როგორი უნდა იყოს მამაკაცი...
ჰხოდა იმას ვამბობდი რომ ვაიქალური გოგოები მაღიზიანებს, სამაგიეროდ მოწონთ ბიჭებს, იმიტომ რომ ასეთებთან თავს კაცებად გრძნობენ... მე კი მომწონს რეალურად ძლიერი ბიჭები რომლებიც ძალიან ცოტანი არიან და პახოდუ იმათაც ნაზინუზები მოწონთ
ჰხოდა რა ვქნათ იმათ, ვისაც გაპრანჭვა გვეზარება და არ გვეხერხება, არ გვიყვარს როცა ვინმე ხელს გვაშველებს და ვცდილობთ ვიყოთ ძლიერები და ჩვენით გავიტანოთ თავი?
დავაარსოთ ფემინისტურ საზოგადოება ან/და გავლესბიანკდეთ?
თჲ დავიჭიროთ სანთელი და კარგად მოვძებნოთ? :იდეა:
პ.ს. ცხოვრებაში ერთადერთი ბიჭი მომეწონა რომლისგანაც ძლიერი ენერგია მოდიოდა და როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, სულაც არ იყო ათლეტური აღნაგობის, დაჟე პირიქით :უსერ:
3 comments:
მამაკაცური სიძლიერე ათლეტურ აღნაგობაში და სიმაღლეში არ ყრია, მისი ადგილი სხვაგანაა :შუბლზეთითისკაკუნი:
მანერულ ტიპშებს ვერც მე ვიტან,
სე ახლა დავფიქრდი, რაღაც მომენტებში მანერულობა მეც შეიძლება დამაბრალონ. მარა ძალით არ ვაკეთებ ეტ ტოჩნო და ადამიანებს კიდევ სიყალბე აღიზიანებთ ხოლმე პირველ რიგში
პერწკლ, იპოვი შენს სწორფერს, თუ ტოლფერს, თუ როგორცაა ))
აუუ, როგორ მახსოვს, როცა მეც ესე ვფიქრობდი.
ზუსტად ესე. ჩემს თავს ძლიერ, "ბიჭურ" ტიპშად ვთვლიდი და ნაზ გოგოებს ვერ ვიტანდი.
უბრალოდ ეხლა უფრო ქალად ვგრძნობ თავს. და ესეც ერთი "ძლიერი ბიჭის" დამსახურებაა :D
მეც ”რემბო” ვარ და მეორე ნახევარი ვიპოვე : )
და ”ეხლა უფრო ქალად ვგრძნობ თავს. და ესეც ერთი "ძლიერი ბიჭის" დამსახურებაა :D”
უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს :2კისს:
Post a Comment