August 31, 2008

ვერე-რეჩკაში ჩაკარგულები

ყველაფერი იმით დაიწყო რომ გადავწყვიტე მახათი მომეძებნა და ქალაქიდან გავსულიყავი. შუაღამისას თემას წავაწყდი, ღამის პირველზე შორენა დავითანხმე და დილას დავერჭეთ შესაბამის ადგილას გამზადებულები. რასაკვირველია კიდევ ვიღაც იგვიანებდა და მოგვიწია დაახლოებით 45 წთ ლოდინმა... ნუ ეგ კაი, დავიძარით... ძირითადად კარაველები, ანუ უცნობები... ჩემი სოციოფობიისდაუკანმოუხედავად, შევეცადე მაქსიმალურად "გახსნილი" ვყოფილიყავი, რამდენადაც შემეძლო... ნუ გზა იყო საშინლად მტვრიანი,ცხელი და უბედური, პეიზაჟი ვერც ბეთანიის მონასტერმა გამოაცოცხლა.... ხალხი..... ნარევი... ანუ იყვნენ ისეთები ვისაც სიარული შეუძლია და კაი ვინმეა, ისეთები ვისაც სიარული არ შეუძლია და კაი ვინმეა და იყო კიდევ ბალასტი... ნუ მე ბალასტი ვიყავი ვინმეობის ვარიანტში და არ ვიყავი სიარულის ვარიანტში...

ორჯერ მკითხეს რუსი ხომ არ გირევიაო.... გარეგნულად გავხარო.... კიარადა თითქოს ტიპიური ქართველი ვარ და ზოგი რუსიო, ზოგი სლავიო, ზოგი უცხოელიო...... მოუხშირა ხალხმა ამ ბოლო დროს ასეთ შეკითხვებს ჩემს მიმართ...

უკანა გზაზე დავიკარგეთსავით...... ბეთანიიდან დავუყევთ მაშინვე, არ გავჩერდით დიდხანს... ბიჭები გადაეშვნენ ტავით ნახევარმეტრიან წყალში და ნეტარებდნენ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა წვეტიან ქვებზე, ზოგიერტს ფეხი წყალში ჩაუვარდა, მოგვშივდა, მოგვწყურდა და ოზგადად კარგად გავიბონძღეთ, არ დავიცადეთ უუმმმმმმმმმაგრეს საბანაკე ადგილამდე და სადჯაც მდინარულ ჯუნგლში დავეცით ბანაკი.. ტოესწ კოცონი და შევწვიტ სარდელები, დავჭერიტ ძეხვი, გავხსენით არაყი, მოვიმარჯვეთ ტრიკაროჩკები, მწეველებმა სიგარეტები, გავაჩანაგეთ ესოდენი რუდუნებით გარეცხილი კიტრი-პამიდორი-ატამი-და-სხვა-მსგავსი-ნიამუ-ნიამუები... მერე ლამამ თქვა რააღაც უძალიანმაგრესად სასაცილოდ ყივჩაღის პაემანი, წინადადების ბოლოში ო-ების დამატებით ვიცინე გულიანად. მერე ხალხი სიტყვებით გამოვიდა, წავედიტ სანამ დაგვარამდაო და წავსეირნდით... ნუ რაც მე დღეს ვისკუპუნე აქეთ-იქეთ, კენგურუზე უკეთესაც ვხტი ახლა უკვე ხო ნუ ამ ზოზინში შემოგვაღამდასავით და ავიბლანდეთ თეორიაში ვერე-რეჩკას უნდა დავყოლოდით ბოლომდე და გამოვიდოდით მაღლივთან, მაგრამ ვინაიდან ნაწილი დაიღალა და ფეხებს ვეღარ მოათრევდა, (მე ჯერ კიდევ მოვათრევდი მაგრამ ვაი მაგ მოთრევას, ყველა წვეტიანი კენჭი გავიცანი ჩემი რეზინისძირიანი კეტების წყალობით) რაღაც მოკლე გზა მოვნახეთ.. ტოესწ ვითომ მოვნახეთ და იმ ბოდიალში გაცილებით მეტი დრო დაგვეხარჯა შორენა ძლივს დავიჭირე, სადღაც ხრამში მიძვრებოდა : ))) მერე დავქუჩდით, მეძროხის ნასწავლი გზა მოვნახეთ და ერთ გუნდად დავუყევით... მოლაშქრეებში შეინიშნებოდა პანიკის ნიშნები, როგორიცაა თავის ხელზე ჩამოდება და წუწუნი წიპა"რა გვინდოდა წვენებში" , რატომ წამოვედით ამ გზით... შეკითხვა- საითაა თბილისი? მივალთ? ვაიმე ფეხები, ვეღარ მოვდივარ, დავისვენოთ... ნუ ერთი ნიშანი განსაკუთრებით მომეწონა, გოგო სახეზე ისეთი სასოწარკვეთის ნიშნით , რომ კინაღამ დავაწყნარე... თან წყალი გაგვითავდა რაღაც ასეთი შეგრძნება ქონდა ალბათ... იყო ორგანიზების ნიშნებიც ისეთები, როგორიცაა ბლოკპოსტები მწკრივის თავსა და ბოლოში, საკმაოდ მკაცრი კონტროლით, ბუზიც კიარადა მე და შორენაც რომ ვერ გავექეცით და შეგვაბრძანეს გჯუფის შუაში... , გზის ორგანიზებული და დარაზმული ძებნა და ბაცილას ყურადღება, მგონი მან შენიშნა და გაახსენდა ის მაღალი ძაბვის ხაზები სადაც უნდა გადაგვეხვია... ძალიან მაგარი იყო ღამე ბოდიალი, მიდიხარ, გზა თან ჩანს, თან არა, გარშემო კალიები ტავდაყირა გადადიან და თვისას ჭრიჭინებენ, საღაც სულელობებზე ჭორაობ, სულელობ, თან სასიამოვნო სიგრილეა და თან პაწუკა ექსტრიმიცაა, ბოლობოლო სადღაც ტყეში ხარ , რუსთაველზე კი არა : ))) სკირვალებიც გამოჩნდნენ მალე და ფერადი ღრუბლებიც... ალაგ-ალაგ სიმღერის ხმაც ისმოდა, გამამხნევებელი მარშის როლში. იმ მომენტამდე, სანამ თავი ამტკივდებოდა ისე აუტანლად რომ მეწვოდა და შიგნიდან თითქოს ლავა ესხა გავარვარებული....... ერთი ბეწო სინათლეზე ჩემი მემართებოდა და თავის გატოკებაზე..... წყალიც არ იყო რომ წამალი დამელია და ასე ვივდიოდი და მივდიოდი ალბათ ერთი საათი, ბოლო კილომეტრს...... რომ დამეწუწუნა რა შეიცვლებოდა და ვითმინე მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გავჭედე, გზის პირას ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე და ამ დროს დამაფიქსირეს და მთლად გადავჭედე... ჰხომ...

სახლამდე გზა და შხაპი მართლა ბუნდოვნად მახსოვს......

სამაგიეროდ და შორენამ კარგად ვიხალისეთ მომენტებში ისეთ რაღაცეებზე, მარტო ჩვენ რომ ვხალისობთ. უნდაც ის რად ღირდა, მთაში სახლი რომ ავაშენეთ და მერე კიდევ უწუ-პუწუ-წუწუ თქო რომ ვეპრანჭებოდი და ვითომ ღამე სიარულის რომ მეშინოდა : )))))

ფეხი იტკინა, ტოესწ ნატკენი კიდევ ეტკინა და დამნაშავედ ვიგრძენი თავი

მერე მივედი სახლში

, არ უნდა დაგვეგვიანა, მაგრამ მაინც იყო შანსი დაგვიანების...და მე იქ წავედი... ანუ ჩემი სოციოფობიებიდან და მაჩვობებიდან გამომდინარე, ჯასთ მეშინია თუ არ მინდა ამ ხალხის რეალში ნახვა, უფრო სწორედ, ასეთი ფორმით ნახვა არ მინდა... მერიდება და ასე შემდეგ ბევრი წერტილით... თორემ ისე ვიცნობ ჯენის და ქეთიც მყავს ნანახი და მეტი არავინ : ))))) ხო ნუ, დღეს იქ ყოფილა გ-ც , ამასაც ვიცნობ : ))) ანუ კონკრეტულად ბლოგებზე.... აქ ხო ისეთი რამეები მიწერია...

ანუ არ ვიქნებოდი მთლად უცხოდ, მაგრამ მაინც... ვერ ვიტან რომ ასე ვიძაბები უცხო ხალხში და მე მე არ ვარ ხოლმე;(((( მერე რა რომ ბლოგებიდან ვიცნობ ..

ჰხომ.....მდინარეზე და მერე ღამე ბოდიალს თუ არ ჩავთვლით, კრეტინობა იყო დღეს ჩემი იქ წასვლა...

ჰხოდა ეკლესიის სანახავად წასული ამას არ უნდა ვიძახდე?ნიჩევო, ღმერთსაც ტკიებია თავი, და კრეტინული დღეც ქონია, გამიგებს.

არა, მე კი ვიმხიარულე მაგრამ რაღაცნაირად ისე, უმიზნო-უშინაარსოდ, ყოველგვარი შინაგანი ხალისის გარეშე. წყალი მეკლდა... და ლაგოდეხის და კანიონის ნოსტალგია შემომაწვა.... პახოდებიც კი მომბეზრდა, რამე ახალი მინდა

ხო, ნუ, თუ წაიკითხეთ, დიდი მადლობა რომ აქამდე გაუძელით

ვწუხვარ რომ ჩემი ნაბოდვარის წაკიტხვაზე დრო დახარჯეთ :უსერ

2 comments:

fe_male said...

პერ, რა მაგარი დღე ყოფილა, რატომ წუწუნებ გოგო?......)))) ეჰ სად არ ვიყავი....(((( :უსერ:

nati kuda said...

მომენატრა სადმე გაბოდიალება, თუნდაც საერთოდ რომ ვერ გავერთო, მასე, უაზროდ.