August 14, 2008

...




მე შენს ხელებში
უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იმოსებოდა ჩემი თვალები გასაოცარი
dა შიშის დამთრგუნავი სურვილებით
და კედლები ხდებოდნენ გამჭვირვალენი
და სხეულები უსაფრთხონი
და შენს ხელებში უკეთესად
ვფიქრობდი მუდამ
და იღვიძებდნენ ჩემში მოგონებები
დიდი ხნის წინ თავსგადამხდარ შემოდგომების
და მეძახდნენ მე ამ შემოდგომებიდან
ყვითელნიღაბაფარებული ფოთლები
და მიმტკიცებენ
რომ შენს ხელებში
უკეთესად ვფიქრობდი მუდამ
მაგრამ მამწარებდა მე ყოველთვის ამის გახსენება
რომ მზეს არავინ აღარ მისდევს რადგან იმედი
უკან გაიხმო იმავე მზემ დიდი ხანია.
(c) ზვიად რატიანი

4 comments:

sabaha said...

აუუუ აუ აუ
რა კარგი ფოტოა
მაგრად მომეწონა
კაი დასახატია
ჩემი ხედვით
დავისეივე
შენ სულ მაგარი ფოტოები გაქვს

პერწკლი said...

მადლობა :blush:

Anonymous said...

raaatiaani :(

Jenny said...

au ra magari fotoa marTla..