August 25, 2008

26 August,2008

ისევ მისკდება თავი, თან ცხელა, ისე, რომ ვერ დავიძინებ, არც მეძინება და უნდა ვიჯდე... ტვ-ში რაღაც სტრაშნი კინო გადის და ცოტა მეშინია, თან წეღანაც დენი წავიდა, შორიდან რაღაც ბრახუნი გავიგე და გულიც გამისკდა, მეგოარს დავუმესიჯე, და სანამ იმან მიპასუხა, კი გამიარასავით, მაგრამ ამ კინომ.............
ვეღარ ვწერ, აბნეული გამიხდა თითებიც და ლაპარაკიც და ზოგადად ნელნელა მავიწყდება ქართული,.. ჩანაწერებს რომ გადავხედავ ,გული მისკდება, ნუთუ ეს მე დავწერე, თუმცა ზიგიერთების გამართულ ქართულს ცემი აბრაკადაბრა თუ არ ჯობდეს, მე ვიყო უფეხო მაჩვი.

რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც ადამიანმა საკუთარ პრინციპებს უნდა გადახედოს და თუ ისევ აკმაყოფილებს, კონტრაქტი გაუგრძელოს თუ არა და ახალი დებულებებ-პრინციპები შეიმუშავოს -ო პატაპუტინამ დაწერა კარავის ფორუმზე.

ხვალ ისევ ჯიქიაზე ვარ ასასვლელი, ანუ ისევ მიშას დროზე ვარ დამოკიდებული ანუ ჩემი დილა მე არ მეკუთვნის და ეს ძალიან მაწუხებს... ამასწინათ ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი. არადა ყველაზე ძალიან დილის საათი მიიყვარს, როცა ნელა ვიღვიძებ, ვშხაპუნობ, ვემზადები, ყავას ვსვამ და საიტებზე დავბოდიალობ... აი ამ დილასაც, რამდენი ხანი ვურეკე და გათიშული იყო ორივე ნომერი, მერე სხვებს დავურეკე,... იმათ შემოეღვიძათ... სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მომბეზრდა... რამე გამოსავალი უნდა ვნახო. კიდევ კარგი, საღამოს ვინც ბოლო მორჩება ის ამოდის, ანუ მე არ მიწევს ორი და სამი საათი მახათის ძებნა.

კარავზე მეტეოს თემა გახსნილი, თუშეთისაც, მე კი გული არ მიმიწევს, არადა თან მინდა... უცნაურია, აქამდე ყველა შანსს ვეჭიდებოდი სადმე რომ წავსულიყავი და ყველა გარემოება ფეხზე მეკიდა... თითქოს ყველაფერი უნდა მომესწრო, სად გავრბოდი, რა მეჩქარებოდა, არ ვიცი მაგრამ მეჩქარებოდა კი... ახლა კი.. იქეთა წელსაც მოვასწრებ თქო... თან, ადამიანების ფაქტორია იმდენად დიდი... როგორ წავიდე მთაში უცხოებთან ერთად, სადაც ერთადერთი ნაცნობია,ისიც საკმაოდ ისეთი... თან რაღაც კატასტროფა თანხები..... თან დედაჩემი ნერვიულობს.....

გაგიჟდება კაცი, თან როგორ მინდა და თან გული არ მიშვებს... ;((((((((((((((((((((( ამოსაჭრელია ვაბშე, არასწორად რეაგირებს და არასწორ რამეებზე მრთავს ხოლმე ნებას, თან ჯიუტია და თავის ნებაზე დარბის

რაღაც მჭირს ამ ბოლო დროს, სულ შავად ვხედავ ყველაფერს და სულ მეტირება. ფაქტებზე, მოვლენებზე ემოციებზე... მოკლედ, ნე ხაჩუ მაა ეგრე სადაა თაყაო შენ რო მამული გაყაო კიარადა თითქოს არ უნდა ვიყო ასე , არ მაქვს მიზეზი მარა ფეხი. ვერ ვშველი ყელში გაჩხერილ ბურთებს. ამიტო არ მინდა უცხო ხალხთან სადმე , უნდა დავიზაბო, დავიგრუზო იმიტო რო ისინი მე ვერ გამიგ ებენ და ტყუილა მე უნდა გამაღიზიანონ თავიანთი პრიმიტიულობით და უაზრო ხუმრობებით... მოთმინების უნარი მესაჭიროება აშკარად... ანდა ორი ყურის პრინციპის განვითარება, ან სულაც ფეხზე დაკიდების პრაქტიკა უნდა გავიარო ვინმესტან.

ა ხო, იმისი მიკვირს კიდევ , არშემჩნევის დიპლომატიური უნარი რომ აქვს რაღაც კოლოსალური რაოდენობით. რაც რამე მივქარე, ანდა, უბრალოდ, კრეტინულ სიტუაციაში გავიჩითე, ჯასთ არ ახსენებს და ვსო.... ან პასუხს არ გამცემს, არ მეტყვის.. და მეც რო ძალიან მშვიდად ვეგუები ამ ყველაფერს და ვთვლი რომ ასე ჯობია. უფრო მარტივდება ცხოვრება და ურთიერთობა.

ზომიერად ფერხორციანი კარლსონიხას სმაილი

3 comments:

Kate said...

სადღაც დავწერე და მგონი დაჟე არაერთხელ – 2 ყურის პრინციპი არის ზე–პრინციპი.

ა, ხო, მეგუნას გავუწერე ამას წინათ.


ხოდა განახორციელე.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასიურად გამოიყენო ყურები. ცოდოები არიან და ვერც იზამ.
უბრალოდ, საკუთარ თავზე იფიქრე. თუ იცი, რომ არ გაგისწორდება, არ წახვიდე.
თუ არადა, ნა ფიგ ყველა, ვინც შენ ვერ გაგიგებს. :)

Kate said...

მემგონი არ მითქვამს, რომ ეს თემფლეითი ადრე მეყენა.
შენ უფრო გიხდება.

პერწკლი said...

არ გითქვამს : 0))))
მად;ლობა : )))