July 12, 2008

სიკვდილები

ინგლისურზე მოვიდნენ,ორნი იყვნენ,ასე 30-35 წლის კაცი და ბიჭი.. რამდენიმე თვეში ინგლისში მივდივართო.. დიდი მონდომებით იაქტიურა ერთი გაკვეთილი, თუ ორი... შემდეგ გაკვეთილზე გვითხრა მასწავლებელმა რომ თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადმოხტა... მოიკლა რო? ისეთი გეგმები ქონდა... გულის სიღრმეში მაინც მგონია რომ ცოცხალია...

მარიმ დამირეკა, გახსოვს, ბიოლოგიაში ერთად რომ ვემზადებოდით, მარი, დაიღუპაო... ერთი წელი კვირაში სამჯერ ვხედავდი, თითქოს კარგად უნდა მხსომებოდა და გულიც უნდა დამწყვეტოდა, მაგრამ უბრალოდ, ვერ გავიხსენე , იმ ორი მეათეკლასელიდან,ჩვენთან ერთად რომ ისხდნენ, რომელი იყო...

ბიცოლაჩემს მეზობელი ყავს ერთი, ნაზო.. ქმარი ყავდა, ცისფერთვალება, მთელი ბავშვობა ვთვლიდი რომ მამაჩემს გავდა ძალიან, არადა არც მახსოს როგორ გამოიყურებოდა მამაჩემი : )))) წელს ჩავედი და გამახსენდა უცებ, რომ რამდენიმე წელია არ დამინახავს.... მოკვდაო...

ერთი გოგო ვნახე რამდენჯერმე, არ მომეწონა, ისეთი გოგო იყო,რომლებსაც მე ზოგადად ვერ ვიტან.. დაიღუპა, და იმდენად ცოცხალი არ მახსოვს, რამდენადაც სიკვდილი მემახსოვრება მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩემი პირველი ახალგაზრდა ნაცნობი იყო, რომელიც მოკვდა. საფლავიც კი შემიძლია წარმოვიდგინო,როგორი აქვს...

ბებიაჩემის დასაფლავების დღეს ღუბელი იყო, როგორც კი დაკრძალეს,მზე გამოვიდა... და მისმა მამიდაშვილმა დაურეკა დედაჩემს, პეტრე ვნახე, იცინოდაო... შვილს უხაროდა რომ დედა მასთან წავიდა? :სპაი: საფლავი არ მინახავს, მაღლა გორაკზე დაასაფლავეს, არ შეიძლება ქალების დასაფლავების ცერემონიაზე დასწრება,მერე კი არ ავსულვარ...

კუდას ბლოღმა შთამაგონა, გამახსენდა ჩემი უცნაური სიკვდილების კოლექცია...
ზოგადად ბავშვობაში ძააააააალიან ბევრი სიკვდილი ვნახე, თანაც ასე 7-12 წლის ასაკში, სოფელში, ზაფხულობით რომ ჩავდიოდი, ხან ბიცოლა დამაპროწიალებდა იმიტომ რომ მარტოს ვერ დამტოვებდა, ხან ბებია... დაკრძალვა,სიკვდილი ასოცირდებოდა ძალიან ბევრ ბავშვებთან,თამაშთან ,სირბილთან ,გართობასთან და გემრიელ საჭმელებთან ,სუფრის გაშლასთან , გვეხალისებოდა პატარებს და დავარბენინებდით თეფშებს... კიდევ გემრიელ თუშურ ლუდთან და კოტრებთან... სასაფლაოზეც ხშირად დავყავდით ბებიას, მივიდოდით, ის იტირებდა, მერე საფლავზე ამოსულ ბალახს მოაშორებდა, ყვავილებს გამარგლიდა, ხეებს ამოძირკვავდა, სასაფლაო იქ ტყეშია და თუ არ მიხედე,ტყე შეჭამს, მე ამასობაში ძველ საფლავებს ვნახულობდი, იქვე ამოსულ ველურ მარწყვს ვჭამდი, ზაფხუკი იყო, ცხელოდა, ტყეში ვიყავი და საერთოდ არ იყო სასაფლაოს განწყობილება... ხან მეზობლის გოგოც მიგვყავდა და დაქალოჩკები დავბოდიალობდით ერთად... მერე სუფრას გავშლიდით,სახლიდან წამოღებულ გემრიელობებს შევჭამდით და ნელ-ნელა დავიძვრებოდით სოფლისკენ, გზა შორი იყო, გზადაგზა კი უზარმაზარი მილები, თუთნარი, სიმინდის და მზესუმზირის ყანები უნდა გაგვევლო... პატარა ბავშვისთვის იმხელა შთაბეჭდილება იყო, ექსკურსიასავით დავყვებოდი ხოლმე...
სახლშიც გარდაცვლილების სურათები ეწყო მუდმივად, მამის, ბიძის, მეორე ბიძის, მესამის, ბაბუის... ვიცოდი ვინ როგორ მოკვდა და ეს ისეთი ბუნებრივი იყო...

ალბათ მაშინ შევეჩვიე სიკვდილსაც და ამიტომ არ მემართება ის ისტერიკა და ვაი-ვიში , გაუცნობიერებელი შიში მკვდრის და საფლავების მიმართ, როგორც ხალხს ჭირს, მე ხომ ბავშვობაში სასაფლაოზე ექსკურსიაზე დავდიოდი და დაკრძალვებზე დაჭერობანას ვთამაშობდი სოფლის ბავშვებთან ერთად... და ალბათ ვერც ვ ერაოსდეს გავიგებ ამ ფრაზას.__"რატომ დაგვტოვე,როგორ გვიჭირს უშენობა". მთელ;ი ეგოიზმი აქ ჩანს ადამიანის, იმას კი არ დარდობს, რომ ის მოკვდა,არამედ იმას, რომ თვითონ გაუჭირდება უიმისობა...

2 comments:

Anonymous said...

კაია, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ ასეთი "გულქვა" (ჩემს თავს ვეუბნები).

ძალიან ცოტა სიკვდილი იყო ჩემს ცხოვრებაში და ისე ნეიტრალურად ვარ მისდამი განწყობილი, ნუ, აღვიქვამ როგორც ცხოვრების რაღაც ნაწილს, თან - გარდაუვალს.

ახლა ვფიქრობ, მე მგონი Six feet under- მა იმოქმედა (სერიალია ეგეთი... სერიალსაც ევრ ვაკადრებ. მიყვარს.)

nati kuda said...

დეიდაჩემის მერე მეც მეგონა, რომ სიკვდილი ჩემზე აღარ იმოქმედებდა, მაგრამ ვერ.. :|

მინდა გგავდეთ, და არ გამომდის.

სალომეც სულ თვალწინ მედგა მთელი კვირა
და დღემდე
მის ცარიელ მაგიდას რომ ვუყურებ :(