აუ მგონი საბოლოოდ გადავიფიქრე ოდესმე გათხოვება :მო: რამდენიმე საათი სამზარეულოში ვიჯექი და მგონი მეც საჭმლის სუნი ამდის, წყალიც არაა რო ვიბანაო...ორგან ხელი გავიჭერი პატარაზე,ფრჩხილები მაგინებენ, და თმა დავარცხნახე უარს აცხადებს :(((
არადა სულ რაღაც კრაბის სალათა, სოკოს სალათა, ხორციანი ჩახრაკული თუ რაღაც ეგერთი, შემწვარი ქათამი მაიონეზში და დაჩეჩილი ბადრიჯანის სალათი გავაკეთე... კიდევ ყველი დავხეხე და ცოტა ხანში კატლეტების და ხაჭაპურების ცხობა მელოდება
აჰმ, კარგი გაძლება ქონიათ ჩვენს დედებს და ბებიებს :უსერ:
წყალში ვდგავარ ცეცხლი მიკიდიაააა
კიარადა გარეთ გამიშვიიიით
8 comments:
ამდენი საქმე გიკეთებია და
ყოჩაღ
მე მაგის მეასედს არ მანდობს ოჯახში არავინ :)))
"სულ რაღაც" იყო ეს?
ბადრიჯნის სალათის რეცეპტი დადე რა )
ბადრიჯანები სიგრძეზე დაჭერი შესაწვავად როგორც იჭრება,შეწვი, მერე ორი ჩანგალი მოიმარჯვე და დაფლითე, თან თუ გრძელი ნაჭრები გამოგივიდა,შუაზე გაჭერი,მერე ქინძი ბეეეევრი ,ერთი მსუქანი კბილი ნიორი ძაააალიან წვრილად დაჭრილი, ორიოდე წვეთი ძმარი და ნიამ-ნიამ, ჩემი დაქალი ლიმონის წვენსაც ასხხავს, მარა მე არ მომწონს მასე.
გოგო ცოტაა, რავი, ზოგ ოჯახსჰი ისეთი სუფრა დამხვედრია, რომ რეავიცი,ეს არაფერი არ იყო
მარა სხვა დროს აღარ გავაკეთებ, წავიდნენ სადმე მოსხდნენ :უსერ:
დოდკასი არ იყოს, სულ რაღაც იყო ეგ??
oO
წავედი, სახლს მივხედო..
პ.ს. შენი ბლოგი მივამატე სიას : )
კუდა-- მეც მიგამატებ :ჩუპს:
wow ყოჩაღ ამდენი საჭმლის კეთება თუ იცი! :D
აუ პერწკლ, ნნნერწყვებით ამევსო პირი კითხვისას, ხვალვე გავაკეთებ მაგ სალათას.
dodka--დაწერე მერე თუ მოგეწონება : )))
Post a Comment