June 27, 2008

ძვირფასო კლავა

ძვირფასო კლავა.
ბევრი ბედნიერი თჲ უბედური წელი გავატარეთ ერთად და აი,დღეს გიმუხთლა ბედმა და გადაგეხსა ყავა და ბოროტმა ბიძიებმა მირჩიეს ახალი იყიდეო ,რომელიც ტვინს აშკარად იმასუშვრება :(((((( ძალიან მომენატრები...... ახალი კლავა იმდენად უბედურია, რომ მასზე წერა პრაქტიკულად შეუძლებელია ,არადა თჲრმე ხელისთვის სპეციალური საკაიფო ფორმა აქვს და ეს ტაბი ისე ხმამაღლა პარტყუნობს რომ მინდა ხელი ვტაცო და ფანჯრიდან გავაფრინო. შენ ისეთი რბილი და მოსახერხებელი იყავი,თან ისე ჩუმად ბეჭდავდი და ისე უდრტვინველად იტანდი ჩემ გაბრაზებულ ბრახაბრუხს..... დაკიდევ, შენ გქონდა კალკულატორის ღილაკი,მუსიკის ღილაკი, და დასაძინებელი ღილაკი... შენ გქონდა ხელის ჩამოსადები სპეციალური რაღაც და საერთოდაც მე შენ მიყვარდი :ქრაი:

2 comments:

Anonymous said...

მე მიყვარს ძველი კლავები, რბილები რომაა : ))

ჩემი ჯერ კიდევ არ დარბილდა საკმარისად ((


პ.ს: ძირს word verification! :D

Jenny said...

ro gaaSro feniT?