ერთი თვეა შატილში მინდა წასვლა
და აი,
როცა უკვე დაგეგმილია ყველაფერი და როცა უკვე ყველაფერი მოვიგვარე და ხელებს ვიფშვნეტ, დედაჩემმა მაინცადამაინც 4 ივლისს უნდა გავიკეთო ოპერაციაო
არ მინდა ამ ოჯახში
წამიღეთ სადმე შორს
მომაშორეთ ამათ
რატო უნდა იყო იმათთან , ვინც არასოდეს არ გიწევს ანგარიშს?
მეზიზღება ეს სოროც
მეზიზღება ყველაფერი
საკუთარი თავის ჩათვლით
ეხლა ზის და ტვინს მიბურღავს იმაზე , როგორი საშჳნელება მათხოჯი და კრეტინი ვარ
მოვკვდე და დავისვენო
დღე მეორე--- ნამდვილად გადაწყდა რომ 4-ში ჩავა ის ქირურგი და ოპერაციას გააკეთებს, მე კი არ ვიცი რა ვქნა... ამოვეფარო გულგრილობის და გულცივობის ნიღაბს, დავიკიდო ყველაფერი და წავიდე შატილში ადამიანებთან ერთად? მითუმეტეს ჩემი იქ ყოფნა არავის არაფერს არგებს, და ავადმყოფის მომვლელი არ გამოვა ჩემგან...
ფიქრო დამადგება თავზეო...
მე კიდევ მეზიზღება სააავადმყოფოები.....
მეორე მხრივ რა სინდისით წავიდე იქ როცა დედაჩემი მარტო იქნება?
მაგრამ
მე ხო ყოველთვის მარტო ვარ ყველა უბედურების წინაშე?
რატო ითხოვენ ჩემგან თანაგრძნობებს და მსგავს სლეობებს?
ოდესმე ვინმეს ოჯახში გახსენებია ეკითხა, რამე ხო არ გიჭირს, გარდა იმისა ხო არ გშია?!!!!....
არ მშია , თქვე დედააფეთქებულებო, ცოტა გაგება მჭირდება თქვენგან ,მეტი არაფერი...
ის მჭირდება ჭკუამხიარულ ეგოისტად არ მთვლიდეთ და შერეკილად და კამიკაძედ და უცხოპლანეტელად..... რასაც ელოდებით, იმავე იმპულსებს გაძლევთ და გიკვირთ მერე........
როცა ვერ წარმოგიდგენიათ რომ მე შეიძლება რამე მაწუხებდეს, რატომ თვლით რომ თქვენი პრობლემებით დავინტერესდები??!!!! რომ თურმე ყველაზე უდარდელად მე ვცხოვრობ, არაფერი მაწუხებს გართობის და საკუთარი თავის გარდა......
ძალიან მეცოდებით,
გული მიკვდება თქვენს ცხოვრებას რო ვუყურებ
როგორ ცხოვრობთ
როგორ ცხოვრობდით
როგორ იცხოვრებთ
ვინანიებ, ვერ გავამართლე თქვენი მოლოდინები, არ გამოვიდა ჩემგან ნაზი, მეოჯახე, ქალური, დამთმობი, ნათესაობაზე გადამკვდარი და გათხოვებასა და შვილებისთვის თავის გაწირვაზე მეოცნებე. ხო, არ ვუღიმი ყველას და არ ვარ ამბიციური და შემეტენე ტიპი. არ გამოვედი ისეთი სტანდარტული, როგორიც გინდოდათ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ეგ სტანდარტები და ჩვეულებრივობა რას გულისხმობდა... თქვენ მიგაჩნიათ რომ მე მეგობრები არ მყავს, იმიტომ რომ "თუ დაქალებთან ერთად ყოველდღე კაცი არ გაჭორე, რაა მამული"...
ხო, მე მიყვარს კეტებით სიარული, "ვიღაცეებთან" ერთად ტყე-ღრე ბოდიალი და ბომჟივით ყოფნა. ხო, მე ვწერდი ლექსებს, და ყველაფერი გააკეთეთ რომ აღარ დამეწერა. კი, მე მიყვარს ჩემი თავი, ჩემი ახალი ნაცნობები თუ მეგობრები, ვენდობი მათ უკანმოუხედავად, "დაჟე ბიჭებსაც კი" , მძინავს მათთან ერთად კარავში და "არაწესიერი გოგო" ვარ. არ მიყვარს ბნელ ნათესავებთან ურთიერთობა, ვისთვისაც მე "უცნაური" ვარ. არ ვგავარ გოგოს, ბაზარი არაა, გოგოს გარდა ყველაფერი ვარ... ხო, მე ვუვლი კატას და რაოდენ უცნაურიც არ იყოს, ჩემს ლოგინში ძინავს იმიტომ რომ ბევრ ადამიანზე სუფთაა ისეც და ასეც...
ხოდა როცა შატილში წავალ და თქვენ აქ სკანდალს აწევთ
მკიდიხართ
და
ნუ გიკვირთ
No comments:
Post a Comment