ნუ აი რაღაც ძაან იდიოტურად ვგრძნობ თავს, ზედმეტად იდიოტურადაც კი. ხვალ გამოცდაა და 8 ფურცელი ვთარგმნე და მეტის წერის თავი აღარ მაქვს, არადა ჯგუფელსაც უნდა ვუთარგმნო, იმიტო რო იმაზე მაქვს გადაბარებული ლექტორებთან საქმების რჩევა, ვერ ვიტან მე დარეკვებს და... თან თვალები მეხუჭება.. მგონი კომპსაც ეძინება, შუა ბეჭდვაში თავისით დარესტარტდა, გააფრინა მგონი სულ.... კატამაც გააფრინა, დგას კარადასთან და ფხოჭნის გამწარებული, და საერთოდაც ეს რა უცნაური ჩვევა კარადებში ჯდომა, გამოხსნის,შეძვრება და იყურება გაბადრული. ამასწინ შუშებიან კარადაში აძვრა, ან რანაირად მოახერხა.. მეც ავდექი და კარი მივუხურე : ))) არ გაუპროტესტებია, კაი ხანი იდგა ვიტრინაში და იყურებოდა,მერე წიგნზე ჩამოდო თავი და დაეძინა : ))) მაგარი კატუშელი მყავს ...
ჭუკუნის ხასიათზე ვარ მარა რა ხეირი რო ვარ :ბოლი: ახლა აქ მოვედი,ალბათ მისთვის რომ დრო გავიყვანო ვითომ გამოვფხიზლდები,გავაგრძელებ წერასო, ჰეხ ,მეტი არაა ჩემი მტერი... წაvალ დავიძინებ და დილას 8-ზე ავდგები და შევუდგები საქმიანობას.
და ერთი რამის დაწერის იდეა მაწუხებს,მაგრამ ვინაიდან არ ვიცი ამას ვინ კითხულობს, ჯობია თავი შევიკავო... ან იქნებ ჯობია დავწერო? არ ვიცი...
No comments:
Post a Comment