June 23, 2008

პარადოქსები, მე, და ლაშქრობა...


უცნაურია....
მე..
"ჭიანს",
ლაშქრობაში
არასოდეს მტკივდება თავი.
დავდივარ ცივ წყალში და არ მტკივდება სახსრები.
არ მაწუხებს თვალები,
არ გავცივდი ნახევრად სველ სპალნიკში მთელი ღამე კანკალის მერეც კი...
რასაც მომხვდება იმას ვჭამ და კუჭი არც მიმჩნევს...
მთელი დღე შემიძლია არ ვჭამო და არც მოვწიო, პახოდუ არც მეწუწუნება და არც მაქვს მოთხოვნილება.
მივეჩვიე პატარ-პატარა დისკომფორტების მშვიდად ატანას და პრობლემის მსუბუქ ფერებში დანახვას...
უარყოფითის დადებითი კუთხით შემოტრიალებას (გუნებაში)
ვისწავლე სხვაზე დანდობა და სანაცვლოდ ხელის გაწვდა. რაღაცის დათმობა სხვა რამის სანაცვლოდ.
თავის დროზე მოკეტვა და გაღიმება.
ისინი ვისწავლე რაც 21 წელი ვერ მასწავლა ვერავინ.
ვიცოდი რომ ცუდად ვიქცეოდი მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მოვქცეულიყავი სხვანაირად და ახლა მივხვდი.
მმმაგარია
ოდესმე ალბათ გავთხოვდები და თავს დავანებებ ამ ყველაფერს..
ან ისე დავბერდები რომ ვეღარ შევძლებ..
ანდა
გამივლის.
გამივლის კი, ვითომ?
ძალიან არ მინდა რომ ასე მოხდეს, მაგრამ ვიცი რომ მოხდება და სანამ მომხდარა
უნდა მოვასწრო ცხოვრება
რომ
სიბერეში რამე მქონდეს
დადებითად გასახსენებელი.

No comments: