June 15, 2008

...

დაგელოდები
მზის ამოსვლამდე
მთვარის ჩასვლამდე
დაგელოდები
ტკივილის გაქრობამდე
ცრემლის შეშრობამდე
ღიმილამდე
სიცილამდე
დაგელოდები.
დაგემალები
ისე,როგორაც
წვიმის წვეთები
ემალებიან უსიტყვებოდ
გაბრაზულ ღრუბლებს.
გაბუზუნებულ ხეებს და
გუბეებში აწკაპუნებულ
ბუშტებს.
დაგელოდები
ისე მშვიდად
ისე მორჩილად
როგორც ფინია ელის
კართან მჯდომი
პატრონის მოსვლას.
დავიღვრები ღიმილებად
რომ არ დაგანახო როგორ მედარდება
წავალ
რომ არ დაგანახო როგორ მინდა დარჩენა
ვიფრიალებ ჭრელაჭრულა კაბით
ვატყაპუნებ გუბეებში
წკრიალა ხმით ვიცინებ
ვიბედნიერებ
ცისარტყელებს გავაბამ გულში
სისხლძარღვებად
დავლევ ლუდს და
როგორც ნელი მოქმედების ბედნიერება
დამივლის ტანში
მოვწევ სიგარეტს და
საკვამურიდან ამოსული სვეტების ნაცვლად
მასზე
გავითბობ ხელებს.
.

No comments: