
"და შენ გინდა კაცი, რომელიც ტრიაპკა და ჩმორი იქნება?"- მკითხა ჩემმა ნაცნობმა მას მერე, რაც მისი "რაძნელიიყომარტოვზრდიდი" მონოლოგის მერე ვთქვი, რომ როცა/თუ ბავშვს გავაჩენ, მამამისს ზუსტად ისევე მოუწევს პამპერსების ცვლა და ღამის თენება, როგორც მე. (არავისზე ნაკლებად არ მეზარება მე ეგ საქმე და მეც მიყვარს ღამე ძილი :მო:)
ეს ის ნაცნობია, ერთხელ სრულიად გულწრფელად რომ ვკითხე, ქმარს რატომ არ ეყრები თქო, მორიგი მონურშრომული და დამამცირებლური , თავმოყვარეობის შემლახველი, უსიხარულო და აუტანელი ცხოვრების ამსახველი(ჩემი აზრით) ამბის მოყოლის მერე...
ჩემი მეგობარი უკვე სერიოზულად ბრაზდება, რატომ არ მკიდია მე გარშემომყოფების აზრი მსგავს საკითხებზე და რატომ ვეწუწუნები 24/7...
ვერც მე ვერ ვხვდები, რატომ არ მკიდია, არადა ვხვდები, რომ უნდა მეკიდოს, რეალურად კი, ნებისმიერ მსგავსაზრებიან გარემოში რაღაც დოზით მარაზმების მოსმენის მერე ქადაგად ვვარდები და ლამის ტრიბუნა დავიდგა და ზედ შემოვდგე ხოლმე, სიტყვებით "ოე, თქვენ მონები კი არა, ადამიანები ხართ".
ხო, მე მაკანკალებს, როცა მამრი თვლის, რომ მხოლოდ იმიტომ უნდა მოვემსახურო, რომ გოგო ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთი განსხვავებული ქრომოსომა მაქვს, სამსახურიდან მოსულმა უნდა გავრეცხო, დავალაგო, გავწმინდო, მივხედო ბავშვს, ვაკეთო მეორე დღის საჭმელი და თვითონ ამ დროს დივანზე იჯდეს, იმიტომ რომ დაღლილია. (ანუ მე კი არა, ნაცნობმა ქალებმა).
მესმის , როცა ადამიანი გიყვარს , გინდება, რომ ყველაფერი გაუკეთო და კომფორტში ამყოფო, მაგრამ ეს ორმხრივი თუ არ იქნება, რა აზრი აქვს? და რატოა ეს ცალი მხარე მუდამ ქალი?
პ.ს. მონებო, კლარაცეტკინობას გილოცავთ.
პ.პ.ს. ჩემო არამონა მეგობრებო, როგორ მიხარია რომ არსებობთ და გილოცავთ რომ ადამიანურად აზროვნებთ.