Showing posts with label ლალი. Show all posts
Showing posts with label ლალი. Show all posts

May 25, 2011

R.I.P



როცა ვინმეზე გაბრაზდებით, საყვედურს ეტყვით, არ გაუღიმებთ, კარს გაიჯახუნებთ უსიტყვოდ და უემოციოდ, დაგავიწყდებათ თხოვნის შესრულება, ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრა ანდა, უბრალოდ, იმის თქმა, რომ გიყვართ

გახსოვდეთ

რომ

ეს ადამიანი შეიძლება მეორე წუთას სახლიდან გავიდეს და აღარასოდეს შემოვიდეს.

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა ჩემი ბიძაშვილის ქმრის, გიგა ერისთავის გარდაცვალებიდან.

ერთად გატარებული 6 (თუ 5) წლის მანძილზე ამ წყვილმა იმდენი პოზიტივი და სითბო მოაგროვა, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს...


პ.ს. ღვედი რომ კეთებოდა, ახლა მე ამას არ დავწერდი.

June 01, 2010

R.I.P

ჩემი ბიძაშვილი დაქვრივდა 26 მაისს, 29 წლის გოგო, 1.5 და 3 წლის ბავშვები ყავს.
არ მჯერასავით
უფრო სწორად
ვერ წარმომიდგენია
ქვრივი ლალიკო