Showing posts with label დებილები. Show all posts
Showing posts with label დებილები. Show all posts

August 20, 2010

იმ ადამიანებს


დედამიწისთვის სულერთია
რამდენი ჭიანჭველა იცხოვრებს ხევებში
რომ ფოთლები უსირცხვილოდ იბადებიან
ხეებში

მე ისევ ისე დავდივარ ჯუნგლებში
და
ემოციაშეკავებული მზერით ვიგერიებ
მდედრ შიმპანზეებს


დალაგებული ოთახები
გალოკილი იატაკები
ჭკვიანური პეროები
შინაგანი უშინაარსობის, უ-აზრ-ობის
და
უწესრიგობის დასაფარად.


გადაუარე პატარა ადამიანს
იქნებ ასე მაინც შეიგრძნო
უსუსურობის და ჩმოროზავრობის მიერ
მიკრომბძანებლობის როლში შესულის
ორწამიანი ორგაზმი
რომელიც გაგაძლებინებს იქ სადაც
თავდახრილი დადიხარ მთელი ცხოვრება
და ქვასანაყს ეძებ
თავმოყვარეობის დასანაყად

არაფერია შენი ცხოვრება
სტატუსების გარეშე
რომელსაც შენვე მიანიჭე უდიდესი მნიშვნელობა
(არარაობას რაობა სახელმა მაინც ხომ უნდა შესძინოს)
მიკროსამყაროს ჩამონგრევის შიში გაიძულებს
ყოველდრე უკმიო გუნდრუკი იმას
რისიც დაიჯერე და მისი სახელით იტანჯები
კიარადა
გამარჯობა
აჰაშენ
ექსტაზი
ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი კმაყოფილი და ბედნიერი.

November 06, 2009

კითხვა სრულიად თბილისის (და არამარტო) მოსახლეობას

მოგმართავთ მე, სრულიად ტვინწაღებული და ნერვებ და ჩანთისზონარდაწყვეტილი
  • რატომ ჯდებით ზედ მარშუტკის ჩასასვლელში არსებულ სკამზე როცა კიდევ სხვა 21438264 ადგილი თავისუფალია, თქვენ კი არც 100 მეტრის იქით ჩადიხართ და არც 60 წლის ან ფეხმოტეხილი არ ბრძანდებით რომ უკან ვერ გადახვიდეთ?
  • და თუ მაინც დაეპერტყეთ ზედ, რატომ არ იწუხებთ თავს გააღოთ კარი, რომელის სახელურიც თქვენს გამო მიუწვდომელია?
  • დაბოლოს, როცა ასე დაჯდებით( უფრო სწორად, გაიტყლიზნებით) და ვინმე წითელთმიანი გოგო ფეხს მტკივნეულად დაგაბიჯებთ, მიგჭყლეტავთ კედელზე და ღიმილით მოგიხდით ბოდიშს, იგულისხმეთ რომ გულში გაგინებთ.

პატივისარცემით

თქვენს მიერ შეკიკინებული.