
- სხეულის ყველაზე მგრძნობიარე, ნაზი, დაუცველი, მყუდრო და ლამაზი ნაწილი, იმჰო, მაჯის შიდა მხარეა
- ყოველთვის ვითვლი კიტრი-პამიდორის სალათში ნაჭრების რაოდენობას და თუ არ ემთხვევა კიტრის/პამიდორის ზედმეტ ნაჭრებს ამოვჭამ ხოლმე, წინასწარ.
- სიგარეტის სუნი და გემო მეზიზღება, თუმცა არც ალენ კარის წიგნი მომწონს.
- ჩემი ცხოვრების მხოლოდ ლუწასაკიან წლებში ვგრძნობ ხოლმე თავს ბედნიერად.
- მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები შინაგანად, როცა ხელებს მხვევენ, ან ტრანსპორტში ვზივარ და უცნობ ადგილას მივდივარ.
- პანიკურად მეშინია უცნობ ადგილას ღამე გარეთ დარჩენის და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში ხელმისაწვდომი ღამის გასათევი არ იშოვება.
- როცა რამის დამახსოვრება მინდა სამუდამოდ, ხელისგულით ვეხები.
- "კანით ვგრძნობ" ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებებს ჩემდამი და არასოდეს ვცდები.
- ყველა უსახლკარო მოხუცში საკუთარ თავს ვხედავ
- და დარწმუნებული ვარ რომ ან გზაში მოვკვდები, ან ღრმა მოხუცებულებამდე ვიცხოვრებ.
პ.ს. გაბედნიეროცდაექვსებამდე დარჩა 35 დღე...