
- ბებერი ადამიანი ბავშვს ემსგავსებაო
ხოდა ჩემ სამსახურში ამბოლოდროს ძალიან ბევრი ახალშობილი მოყავთ, მაქსიმუმ 20 დღისები. ალაგ-ალაგ სურათებსაც წავაწყდი რამდენიმე დღის ბავშვების და
- ძალიან, საშინლად, არაბუნებრივად გვანან მოხუცებს, დანაოჭებული ხელები, სახე, უსუსური ორგანიზმი.
დანარჩენი დეტალები უბრალოდ წვრილმანებია.
ხოდა, იმისათვის, რომ გავიგოთ როგორი იქნება ადამიანი სიბერეში, სრულიად საკმარისია მისი ჩვილობის ფოტოებს გადავხედოთ, იმჰო.
მართალია ეს თეორია ჩალისგანაა ნაშენები მარა ჩემი წვეტიანი აზრების მატიანეში რომ რ ჩამეგდო, როგორ შეიძლებოდა :ბოლი:
პ.ს. თავის გამართლების მიზნით დავამატებდი რომ არასოდეს არ მქონია ფიზიკური კონტაქტი ახალშობილებთან, ერთი მეტრის დისტანციიდან ვეკონტაქტები ხოლმე თუ მომიწია, იმიტომ რომ მეშინია რომ შემომატყდება და თან ადამიანად ვერ აღვიქვამ, პატარა უაზრო მხეცუნები არიან უფრო, კონტაქტში შემოსვლის ნულოვანი შანსებით.
გაპროტესტების მსურველებს შეუძლიათ კომენტარებში შემეკამათონ :D