February 19, 2011

წერილი აწ უკვე მკვდარ მაგრამ საინტერესო ადამიანს



გამარჯობა იესო.

სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, არსებობდი თუ არა სინამდვილეში, თუ არსებობდი როგორი ადამიანი იყავი გარდა იმისა რომ მესია იყავი და სასწაულებით ჟონგლიორობდი და რაც მთავარია, ღმერთი როგორ გამოიყურება?

როგორი შეგრძნებაა რომ ფრენ? ალბთ რამე ანტიგრავიტაციული გეკეთა ან შენმა ორგანიზმმა ამის უნარი გამოიმუშავა? (თუ აპარატი იყო, ცუდი ბიჭი ხარ, რომ არ დაგბვიტოვე ნახაზები)

კარგი იქნებოდა ორგანიზმის თვითაღდგენის დეტალებს თუ მომიყვებოდი, თანამედროვე მედიცინას ძალიან გამოადგებოდა.

აღდგომის მერე ისევ იგივენაირი ორგანიზმი გქონდა თუ შეგეცვალა რამე, მაგალითად ტკივილის შეგრძნებები საერთოდ გაქრა, ჭამა აღარ გჭირდებოდა და ა.შ.

იქნებ სულაც არ იყავი აღმდგარი და ადამიანებს მასობრივი ჰიპნოზი მოუვლინა მამაშენმა ან კიდევ ვინმემ?


ბავშვობაში რას გეძახდნენ?
ყველაზე ძალიან რომელი საჭმელი გიყვარდა?
ცხოველი არ გყავდა? ძაღლი ან კატა ან ცხვარი ან კიდევ რამე, რავი.
მამინაცვალს ძალიან ეჯავრებოდი თუ არც მაინცადამაინც?


შენ ნამდვილად გინდოდა ჯვარზე გაკრული მომკვდარიყავი?
იქნებ მაგას მჭედლობა ან მწერლობა ან რამე მსგავსი გერჩივნა, მაგრამ ტირანმა მშობელმა არჩევანის საშუალება არ დაგიტოვა? იქნებ გითხრა, შვილი იმისთვის გავაჩინე რომ სიბერეში მომიაროსო და ჩემი ცხვრები ჩემს მაგიერ გაკრიჭოსო?

რატომ გაქვს კეთილი და მშვიდი სახე კათოლიკურ ხატებზე და საშინლად მოწყენილი და ტრაგიკული და აფორიაქებული სახე მართლმადიდებლურებზე?


პ.ს. შენთან ამდენი და კიდევ ორი ამდენი შეკითხვა იმიტომ მაქვს, რომ ბიბლიის და ახალი აღქმის და ა.შ. წაკითხვა ძალიან მეზარება, ცოდნა მწირი მაქვს და ბარემ პირველწყაროს მოვაყოლიებდი, ასე უფრო საინტერესოა, იმჰო.

პ.პ.ს. ვინმემ ამ წერილის მერე თუ ჩამოქოლა, სამოთხეში პროტექციას ხომ გამიწევ? გპირდები, არ მოგაწყენ, კაკ მინიმუმ ლაშქრობებში ვივლით მანდ.

6 comments:

Tjorven said...

aaaaaaaaaaaa genialuriaaa :D :D :D :D

Kate said...

ვაიმეეეეეეე!!!!!!!!!

მოვკვდი სიცილით. :D :D :D :D

Anton Ego said...

რაა სასაცილო, ადამიანმა სერიოზულად იკითხა..

Natosha said...

http://www.youtube.com/watch?v=USR3bX_PtU4

მარი ახსიაშვილი said...

კაი იყო :))))

ერთი ჩემი ფეისბუქელი ფრენდი წერდა - რამე "ისეთს" რომ ვამბობდი ან ვწერდი ხოლმე, ბებიაჩემი მეკითხებოდა - შენ გგონია, ჯოჯოხეთში კონდიციონერები დააყენესო? :)))) "პ.პ.ს. ვინმემ ამ წერილის მერე თუ ჩამოქოლა, სამოთხეში პროტექციას ხომ გამიწევ?" - ამაზე გამახსენდა :))0

თოვლი said...

,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა.."

მაგრამ მეც მაწუხებს ეგ კითხვები გულის სიღრმეში.