January 14, 2011

მე ვხედავ მზეს, ვხედავ თქო!


შეუძლებელია, მზეს არ ხედავდე, როცა მზისფერი თმები გაქვს.
მე მიყვარს მზე, მზეზე წოლა და სხეულში მზის ენერგიების შეგროვება.
ადამიანების ენერგიების შეგროვებაც მიყვარს.
შემგროვებელი ვარ ზოგადად.

  1. ჩემი მარშუტკის მარშუტი ისეა დაგეგმილი, რომ ყოველდილა მთელი 20 წუთი მზეზე ვითბობ ცხვირს, ფანჯრის შუშის მიღმა, ამიტომ დღეში მინიმუმ ერთი სასიამოვნო და მზიანი ამბავი ხდება ჩემთან.
  2. ცოფის აცრის მერე დღეს პირველად დავლიე ლუდი, მნია-მნია, მეგობარი ვნახე და გავრარაცნაირადმხიარულხასიათდი.
  3. და იმ კაბაში ჩავეტიე, შემოდგომაზე რომ ვიყიდე, არადა ერთი ტვეა ტვინს ვწამლავ, გავსუქდი დავმრგვალდი თქო.
  4. აქ კიდევ უნდა წერებულიყო რაღაც მაგრამ ისეთი ცივი ტონით დახვდნენ ჩემს ზარს რომ არაფერიც არ წერია.

5 comments:

Bacchus said...

ბოლოზე ცოტა გული დამწყდა. არაუშავს აუცილებლად დახვდება ვინმე შენს ზარს თბილი და მხიარული ხმით : ))

Gigoli said...

ცოფი?! რა მოხდა, ვეფხს ხომ არ შეეჭიდე? :D

Toma said...

kabiani surati gvindaaa :)
ra magari shegdnebaaa :)
gamomicdia sakutar tavze :)

Anonymous said...

აი ეგ ბოლო "მზე" ყველაზე მეთად მაინტერესებს : )) მეორედაც დარეკე : ) იქნებ ჩაიწეროს.. : )

Kate said...

ძალიანაც კარგი. არ დაიკლო მზე.